ძიუდო

15:07 | 1.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

1 დაჭრილი და 4 დაკავებული - ძიუდოისტების სისხლიან დაპირისპირება პლეხანოვზე

ქართულ ძიუდოში არსებული განუკითხაობა წუხელ სისხლიანი გარჩევით გაგრძელდა. პლეხანოვზე მდებარე ერთ-ერთ ბართან გასროლა მოხდა. დაჭრილია ვეტერანი ძიუდოისტი, საქართველოს 2009 წლის ჩემპიონი იოსებ წელაური, რომელიც არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ამჟამად კი ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ლომერ ჟორჟოლიანი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ჟორჟოლიანმა გაისროლა ათეულობით თვითმხილველის, მათ შორის პატრულის თანამშრომლების თვალწინ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაპირისპირების დროს, ჟორჟოლიანის გვერდით იმყოფებოდა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც და მან ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.

0.112925