ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, ლეგენდარული ქალთმაძიებლის და საზოგადო მოღვაწის, კრისტიანი ვიერის შესახებ კარგა ხანია ევროპის ბულავრულ პრესაში არაფერი დაწერილა. ის-ის იყო ვიფიქრეთ, ასაკშეპარული ვიერი ყველამ დაივიწყაო, რომ იტალიურმა პრესამ “ბობოზე“ სულ ცინცხალი ამბავი გვამცნო.
ვიერი ერთ-ერთ იტალიურ ტელესტუდიას მიუწვევია და სულ მალე, სრულიად აპენინები და ზღვისგაღმეთი იხილავს ახალ ტელესერიალს, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ ყოფილ თავდამსხმელს ექნება და აბა რა გასაკვირია, რომ ვიერი ქალების გულთამპყრობელი დენდის როლს შეასრულებს.
ვიერის ქალებზე მთელს ევროპაში დღემდე ლეგენდები დადის. ზოგი იძახის, მხოლოდ მაშინ, როდესაც მოქმედი მობურთალი იყო, ასზე მეტი საყვარელი გამოიცვალაო. სხვები კიდევ უფრო თამამ ციფრებს ასახელებენ. ისე კი ფაქტია, რომ ამ კაცს თავი არ დაუზოგავს ოღარშობისათვის და მასზე ლეგენდები ტყუილად არ მოუგონიათ...