ფეხბურთი

3:35 | 1.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "ვეცდები, მწვრთნელის იმედი გავამართლო"

საქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურ შეხვედრაში მალტის ნაკრებს გაეჯიბრება. აღნიშნული მატჩის წინ ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეცდება, მთავარი მწვრთნელის იმედი გაამართლოს.

"ნაკრებში ყოფნის პერიოდში ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ სასურველ კონდიციებში იყო. ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო ვარჯიშებზე და წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები, მალტასთან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და თუ მექნება შანსი, ვეცდები გავამართლო მწვრთნელის იმედები", - განუცხადა კიტეიშვილმა სფფ-ის პრესსამსახურს.

საქართველოსა და მალტის ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

0.115112