მადრიდის “რეალში” ზინედინ ზიდანის ტრიუმფალური საქმიანობა დღეს ოფიციალურად დასრულდა. ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება არამარტო ფართო საზოგადოებისთვის, არამედ თვით ფლორენტინო პერესისთვისაც აღმოჩნდა. თუმცა, ზიდანმა გამარჯვებულმა ამჯობინდა წასვლა. ფრანგის განცხადებით, იმისთვის, რომ წარმატებული პერიოდი გაგრძელდეს, ცვლილებები აუცილებელი იყო.
და მაინც, ზიდანი უკვე ჩავლილი თემაა და ახლა ისაა საინტერესო, ვინ გაწვრთნის ევროპის ზედიზედ სამგზის ჩემპიონს. შესაძლოა კანდიდატურებს ჩვენც წარმოგიდგენთ:
თავისუფლები – კონტრაქტის გარეშე ამჟამად საკმაოდ ბევრი მწვრთნელია, მაგრამ მათგან მხოლოდ სამის განხილვაა შესაძლებელი ზიდანის მემკვიდრედ. პირველ რიგში კი, არსენ ვენგერი. ფრანგმა “არსენალი” 22-წლიანი ეპოქის შემდეგ ცოტა ხნის დატოვა და სულაც არაა გამორიცხული, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ვიხილოთ. ისიც საგულისხმოა, რომ “რეალი” ვენგერს წარსულში არაერთხელ იწვევდა. მეორე კანდიდატიც ფრანგია – ლორან ბლანი. ის უკვე ორი წელია რაც უმუშევარია. ბლანი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია და რაც მთავარია, ფლორენტინო პერესთან საკმაოდ კარგი და ახლო ურთიერთობა აქვს. და ბოლოს, არ უნდა გამორიცხოთ კიდევ ერთი სახელი – მიჩელი. “რეალის” ექსფეხბურთელი, რომელიც ქომაგებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
კონტრაქტის ქვეშ – სამი კანდიდატურის დასახელებაა შესაძლებელი მათ შორის, რომლებსაც ამჟამად უკვე აბარიათ სხვა გუნდები. მაურისიო პოჩეტინო, არგენტინელი, რომელმაც “ტოტენჰემთან” ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ანტონიო კონტე კი დიდი ალბათობით, “ჩელსის” დატოვებს, მაგრამ ამ დროისთვის მასაც ხელშეკრულება აკავშირებს ლონდონელებთან. არაა გამორიცხული, რომ პერესმა ფსონი სწორედ იტალიელზე შეაჩეროს, როდესაც რომან აბრამოვიჩი კარისკენ მიუთითებს და ეს წესით ახლო მომავალში უნდა მოხდეს. და ბოლოს, მასიმილიანო ალეგრი – “იუვენტუსთან” პოჩეტინოსგან განსხვავებით კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია (2020 წლამდე აკავშირებს), მაგრამ ტურინული გრანდის ბოსებთან რამდენიმე დღის შეხვედრა ჰქონდა, სადაც მას ნდობა აღუთქვეს.
მწვრთნელი სახლიდან – და კიდევ, შესაძლოა, პერესმა არჩევანი ახალგაზრდა სპეციალისტზე შეაჩეროს. კერძოდ, ხოსე მარია გუტიზე, რომელიც “რეალის” 19 წლამდე გუნდს ავარჯიშებს და გასულ წელს ესპანეთში ყველაფერი მოიგო. მეორე კანდიდატურა კი სანტიაგო სოლარია – არგენტინელი “რეალის” კასტილიას უდგას სათავეში. საგულისხმოა, რომ გუტიც და სოლარიც “სამეფო კლუბის” ექსფეხბურთელები არიან და ქომაგებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. განსაკუთრებით ეს ესპანელზე ითქმის.
ბევრი სახელი და ერთი პოსტი – ყველაფერს ნათელი ახლო მომავალში მოეფინება და გავიგებთ, ვინ გადაიბარებს ზიდანისგან მეტად რთულ და საპასუხისმგებლო მემკვიდრეობას.
ერთი საინტერესო დეტალიც, იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, “რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გახდება, ხოლო მის ადგილს ზინედინ ზიდანი დაიკავებს...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კონტე იქნება მგონია რატომღაც და მოუხდება კიდეც გუნდს.ოღონდ კაპიტანი უნდა შეიცვალოს,ტეხავს ესეთი კაპიტანი ასეთ დიდ გუნდში.კროოსი იქნება ღირსეული კაპიტანი.
თუ რეალი ასე გადახალისდება ახალგაზდა მწვრთნელიც საინტერესო იქნება, იგივე გუტი. ზიდანიც არ იყო ისეთი გამოცდილი სანამ რეალში მოვიდოდა.
+
აუ გუტის დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მწვრთნელის ამპლუაში... უჭკვიანესი ფეხბურთელი იყო და გენიალური იდეები მოდიოდა ხოლმე თავში...
ოღონდ რონალდუ რო წავა მერე... რონალდუს ახალბედა მწვრთნელი ვერ მოიყვანს თავის ჭკუაზე, თუ ზიდანისხელა ავტორიტეტი არა აქ
გუტი რომელი, "პალაჟენეცი"? მახოვს, ზიდანი რომ ახალგადმოდსული იყო იუვენტუსიდან რეალში, ხოსემ წაუთაქა ერთი-ორი. აქ მე ვარ კიტი და ერთი ადგილი მიაყენეო.
კი, ყველაზე მეტად მეც გუტის ხილვა მაინტერესებს რეალის მწვრთნელად.
პოჩეტინო იდეალურია მარა ახალი კონტრაქტი დაარტყა ლონდონში
შემაძულეს ყველაფერი. ეს სლეები როგორ გახადეს ზედიზედ 3ჯერ ჩემპიონები
პროსტო რა ნამუსით თორე კი. შარშანაც და წელსაც იგივე, მიათრიეს ფინალამდე.
ამისი მწვრთნელობა მოვტ... მსაჯის დახმარების ხარჯზე აღებული დაუმსახურებელი 2 ჩ. ლიგა
პირველი ხო რას ამბობ. ჩაუწყვეს პლეი-ოფები, თან ისე, რომ მეორე თამაში ყველა სახლში ქონდათ და ფინალში თამაშგარე გოლი ჩაუთვალეს )))