ფეხბურთი

18:31 | 31.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პანამის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დებიუტანტ პანამას ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა ხერმან გომესმა გაფართოებული, 35-კაციანი ნუსხა ოცდასამამდე შეამცირა.

შესაბამისად, უკვე ცნობილია ის პანამელები, რომლებიც სამშობლოს ღირსებას სადებიუტო მუნდიალზე დაიცავენ.

პანამელთა შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ხოსე კალდერონი (ჩორილიო), ხაიმე პენედო (დინამო, რუმინეთი), ალექს როდრიგესი (სან-ფრანსისკო, აშშ)

მცველები: ფილიპე ბალოი (მუნისიპალი, გვატემალა), ჰაროლდ კამინგსი (სან-ხოსე, აშშ), ერიკ დევისი (დუნაისა, სლოვაკეთი), ფიდელ ესკობარი, მიხაელ მურილო (ორივე ნიუ-იორს რედ ბული, აშშ), ადოლფო მაჩადო (ჰიუსტონ დინამო, აშშ), ლუის ოვალიე (ოლიმპია, ჰონდურასი), რომან ტორესი (სიეტლი, აშშ)

ნახევარმცველები: ხოსე ლუის როდრიგესი (გენტი, ბელგია), ედგარ ბარსენასი (ტაპაჩულა, მექსიკა), არმანდო კუპერი (უნივერსიდად დე ჩილე, ჩილე), ანიბალ გოდოი (სან-ხოსე, აშშ), გაბრიელ გომესი (ბუკარამანგა, კოლუმბია), ვალენტინ პიმენტელი (პლასა ამადორი), ალბერტო კინტერო (უნივერსიტარიო, პერუ)

თავდამსხმელები: აბდიელ აროიო (ალახუელენსე, კოსტა-რიკა), ისმაელ დიასი (დეპორტივო, ესპანეთი), ბლას პერესი (მუნისიპალი, გვატემალა), ლუის ტეხადა (სპორტ ბოიზი, პერუ), გაბრიელ ტორესი (უაჩიპატო, ჩილე)

პანამის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიას (18 ივნისი), ინგლისს (24 ივნისი) და ტუნისს (28 ივნისი) დაუპირისპირდება.

0.115833