ფეხბურთი

17:38 | 31.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დისკვალიფიკაცია გაუქმდა: პაულო გერერო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

პერუს ნაკრების თავდამსხმელი პაულო გერერო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ დისკვალიფიკაციის თაობაზე შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და ლოზანას სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

შედეგად, “სან პაულუს” ვეტერან ფორვარდს საშუალება ექნება, რომ კარიერიაში პირველად მუნდიალზე ითამაშოს. აღსანიშნავია, რომ თავად ლოზანას სასამართლო არ ეწინააღმდეგება დღეს გამოტანილ განაჩენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერეროს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მწვანე შუქს უნთებს.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფეხბურთელი 14-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა მას შემდეგ, რაც სისხლში კოკაინის მოხმარება დაუდგინდა. ამასთან, ცოტა ხნის წინ, პერუს ნაკრების მეტოქეების, საფრანგეთის, დანიისა და ავსტრალიის ნაკრების კაპიტნებმა ფიფას წერილობით მიმართეს, რომ “ბაიერნის” ექსფორვარდი შეეწყალებინათ.

საბოლოოდ კი, პაულო გერეროს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის ნება მაინც დართეს და პერუს ნაკრების რუსეთში ლიდერის გარეშე არ მიემზგავრება.

0.112678