ფეხბურთი

15:49 | 31.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩის დუბლი MLS-ში (+VIDEO)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამერიკულ MLS-ში შედეგინადან თამაშობს, მაგრამ ლოს ანჯელეს "გალაქსი" ქულებს მაინც ვერ აგროვებს. შვედმა ფორვარდმა, დღეს გამთენიისას "დალასთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი გუნდი საკუთარ მოედანზე მაინც დამარცხდა - 2:3.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ამერიკაში 2 თვის წინ გადავიდა. MLS-ში შვედს 9 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლის გატანა შეძლო.

0.118418