ფეხბურთი

14:56 | 31.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომამ" ესპანელი მცველი გაიფორმა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა “რომამ” პორტუგალიური “პორტუს” მცველი ივან მარკანო გაიფორმა. როგორც “მგლების” ვებგვერდი იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

საგულისხმოა, რომ ესპანელი ფეხბურთელი “ჯალოროსის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მარკანო “რომას” მეორე ახალწვეულია – ორი დღის წინ იტალიელებმა ხორვატი ნახევარმცველი ანტე ჩორიჩი შეიძინა.

ივან მარკანო სანტადერის “რასინგის” აკადემიის აღზრდილია და ამავე გუნდის გარდა, ყაზანის “რუბინსა” და “ოლიმპიაკოსში” უთამაშია. 2015 წლიდან კი “პორტუს” ღირსებას იცავდა.

2017-2018 წლების სეზონში მარკანომ პორტუგალიის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111482