ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდი სამწვრთნელო კარიერას იწყებს. 39 წლის ლამპარდი ამიერიდან ჩემპიონშიფის ბინადარ “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელი იქნება.
როგორც ალბიონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. “დერბი” ლამპარდის სამწვრთნელო კარიერაში პირველი გუნდი იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ფრენკ ლამპარდმა საფეხბურთო კარიერა 2016 წელს “ნიუ-იორკ სიტის” რიგებში დაასრულა.
რაც შეეხება “დერბი ქაუნთის”, ახლოს იყო პრემიერლიგაში აღზევებასთან, მაგრამ პლეი-ოფის ნახევარფინალში “ფულჰემთან” მარცხი განიცადა.