ფეხბურთი

13:15 | 31.05.2018 | ნანახია 1186 - ჯერ

ოფიციალურად: ჯონ ტერიმ “ასტონ ვილა” დატოვა

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯონ ტერიმ ჩემპიონშიფის ბინადარი “ასტონ ვილა” დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ბირმინგემული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

37 წლის ფეხბურთელმა “ვილა პარკი” მას შემდეგ დატოვა, რაც პრემიერლიგაში გადასასვლელი ფინალი ლონდონის “ფულჰემთან” მისმა გუნდმა წააგო – 0:1.

ჯონ ტერი “ასტონ ვილას” ერთი წლის წინ შეუერთდა და ჩემპიონშიფში 35 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას ვეტერანი ინგლისელი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:20 | 31.05.2018
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

Legendav male dagvibrundi romelime ampluashi

0.06073