ფეხბურთი

14:30 | 31.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის სიმბოლური – კაფუს არჩევანი

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაფუმ ბრაზილიის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. “სელესაოს” რეკორდსმენის (ჩატარებული მატჩების ოდენობით) აზრით, Guardian-თან დასახელებულ საუკეთესო თერთმეტეულში რონალდინიოს ადგილი ვერ მოიძებნა.

ისე კი, კაფუს სასურველი ბრაზილიის ნაკრები ასეთია:

ტაფარელი; კარლოს ალბერტო, ალდაირი, ლუსიო, რობერტო კარლოსი; ფალკაო, რიველინო, ზიკო; რივალდო, პელე, რონალდო

შეგახსენებთ, რომ მარკოს კაფუ ბრაზილიის ნაკრების ღირსებას 1990-2006 წლებში იცავდა და 142 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1994, 2002), ხოლო ერთხელ ვერცხლის მედალს დასჯერდა (1998).

0.113048