ვეტერანმა გერმანელმა მეკარემ, რომან ვაინდეფელერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია “დორტმუნდის” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
37 წლის კიპერმა “ბორუსიას” მაისურით 2002 წლიდან დღემდე 453 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ორ-ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. გერმანელ კარის დარაჯს "დორტმუნდის" გარდა მხოლოდ "კაიზერსლაუტერნში" უთამაშია (1998-2002).
ვაინდენფელერმა 2013-2015 წლებში გერმანიის ნაკრების კარი 5-ჯერ დაიცვა და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც ირგუნა.