ფეხბურთი

17:22 | 30.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ელ კლასიკო" პიანიჩისთვის

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს ესპანური გრანდები, “რეალი” და “ბარსელონა” იწვევენ. კატალონური გამოცემა Sport-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი “სამეფო კლუბისა” და “ბლაუგრანას” მთავარი სამიზნეა შუა ხაზის გასაძლიერებლად.

ჯერჯერობით ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია, რომ “იუვენტუსი” ბოსნიელს 65 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ შეელევა.

შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი “იუვენტუსში” 2016 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში 91 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლის გატანა შეძლო. მანამდე პიანიჩი “რომას”, “ლიონისა” და “მეცის” შემადგენლობაში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134425