თამაშგარე

14:27 | 30.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია რაკოში გორის ციხეზე

ამასწინათ, გორში, გორის ციხეზე ოფლმომდინარედ ამავალ უნგრელ ტურისტებს იქ გაცნობილი გორელი ჯეელებისთვის უთქვამთ - ქართველი ქალები კი ნამეტნავად ლამაზები არიან, მაგრამ ჩვენებურ ლამაზმანს, უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების თილისმას, ანასტასია რაკოშს მაინც ვერ შეედრებიანო. ეგ ისეთი ქალია, გავაც კი ანტონოვკა ვაშლს მიუგავსო...

რაო? ანტონოვკაო? - გადარეულან გორელები. თქვენ აბა რა იცით ნაღდი ანტონოვკა ვაშლი როგორიაო... აგე, გაღმაუბნელო ნოდარას რო ვაშლის ბაღი ქონდა, სანამ უწყლობით გაუხმებოდა, იმოდენა ვაშლები ჩამოქონდა, იმხელა გავა იმ თქვენ ვიღაც რაკოშს კი არა, ცხინვალელ სიძვის დიაც ფატიმასაც კი არა ჰქონიაო.

მდგომარეობა ისევ ერთ-ერთმა უნგრელმა განმუხტა, რომელმაც ადგილობრივ ჯეელებს სმარტფონში ანასტასია რაკოშის ფოტოები აჩვენა. ანასტასიას სილამაზე და ვაშლისმსგავსობა იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ადგილობრივებს ისღა დარჩენოდათ, შერიგების ნიშნად ჩაციებული გორული მწვანე აეტანათ ციხეზე და რაკოშის სადღეგრძელო განსხვავებულით დაელიათ. იმ დროს ცხინვალელი ფატიმა აბა ვიღას ახსოვდა?!...

0.152537