სხვა

11:04 | 30.05.2018 | ნანახია 4176 - ჯერ

ლევან გორგაძე სუმოს იერარქიის მეორე საფეხურამდე დაწინაურდა

ტოჩინოშინი ოძეკი უკვე ოფიციალურად გახდა. 30 წლის ქართველი სეკიტორის დაწინაურების ამბავი დღეს იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ დაადასტურა.

დღეს დილით გაიმართა ოძეკიდ ნათლობის რიტუალი. ლევან გორგაძემ ტრადიციისამებრ, სატიტულე ფიცი დადო და თქვა, რომ ღირსეულად დაიცავს აღნიშნულ წოდებას, თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა სანიმუშო მებრძოლი და სხვა რიკიშებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდეს.

2018 წლის სამ ბაშოზე ლევან გორგაძემ 45 ბრძოლიდან 37 მოიგო და 8 წააგო. იანვრის სუპერტურნირზე "იმპერატორის თასს” დაეუფლა. მაისის ბაშო კი მეორე ადგილით დაასრულა.

ტოჩინოშინი მესამე ევროპელი ოძეკია, ბულგარელი კოტოოშუსა და ესტონელი ბარუტოს შემდეგ. ამ წოდებაზე მაღლა სუმოს იერარქიაში მხოლოდ იოკოძუნას წოდებაა, რომელიც ევროპელთათვის მიუღწეველია. ქართველ სეკიტორის უმაღლესი მწვერვალის დასაპყრობად ზედიზედ ორი ბაშოს მოგება სჭირდება, თუმცა შეიძლება იოკოძუნა ამ ნორმატივის შესრულების გარეშეც გახდეს.

მომდევნო სუპერტურნირი ივლისში გაიმართება.


კომენტარები (26)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:14 | 02.06.2018
kelbo (7279)

ტოჩი ჩამოდის ორშაბათს 11:45-ზე
სუმომანთა კლუბი მივდივართ დასახვედრად
საკმაოდ მოუხერხებელი დროა ვინც მუშაობს იმათთვის მარა თუ მოგეცათ საშუალება, რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი

09:02 | 04.06.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ვმუშაობ, თორე 100% წამოვიდოდი

14:35 | 03.06.2018
პანტელეიმონი (4347)

ლევან - ტოჩი, შენ დაიმსახურე ხელში აყვანილი (მიუხედავათ წონისა ) შემოგიყვანოთ აეროპორტის დარბაზში ! ! !

22:45 | 02.06.2018
BEERTRANCE (97819)

მართლა რა უხერხული დროა, მაინც ვეცდები მოვიდე ერთად თუ აპირებთ გასვლას მითხარი და გამოგყვებით

21:11 | 03.06.2018
kelbo (7279)

მოკლედ, გეგმა არის ასეთი:
ორშაბათს დილით, 09:30-დან 10:00-მდე იკრიბებიან ბარათაშვილის ქუჩაზე, ე.წ. "კონკასთან", საიდანაც 10:05-ზე ავტობუსებით წავლენ აეროპორტისკენ.
ავტობუსებით წასვლა წამოსვლის საკითხი მოგვარებულია.
0?'>https://www.google.ge/maps/place/კონკა+Konka/@41.6961763,44.8048914,18z/data=!4m12!1m6!3m5!1s0x0:0xf27796ca7216c57!2z4YOX4YOQ4YOV4YOY4YOh4YOj4YOk4YOa4YOU4YOR4YOY4YOhIOGDm-GDneGDlOGDk-GDkOGDnOGDmA!8m2!3d41.6934362!4d44.8014844!3m4!1s0x40440ce4f920da7b:0x919faa36ec1d577d!8m2!3d41.6964224!4d44.8061467':'>https://www.google.ge/maps/place/კონკა+Konka/@41.6961763,44.8048914,18z/data=!4m12!1m6!3m5!1s0x0:0xf27796ca7216c57!2z4YOX4YOQ4YOV4YOY4YOh4YOj4YOk4YOa4YOU4YOR4YOY4YOhIOGDm-GDneGDlOGDk-GDkOGDnOGDmA!8m2!3d41.6934362!4d44.8014844!3m4!1s0x40440ce4f920da7b:0x919faa36ec1d577d!8m2!3d41.6964224!4d44.8061467'))

მე უბრალოდ ავტობუსზე ვერ ვასწრებ მისვლას სამსახურის გამო და ცალკე ჩემით მოვდივარ აეროპორტში

22:14 | 03.06.2018
BEERTRANCE (97819)

მადლობა იმედია გამიშვებს უფროსი

16:50 | 01.06.2018
davit-tg (768)

გილოცავ ლევან ამ დიდ წარმატებას, გისურვებ პირველ საფეხურზე ასვლას, ეს შენ ნამდვილად შეგიძლია. მადლობელი ვარ იმ ემოციებიესთვის რაც განვიცადე შენი გამოსვლით. საამაყო შვილი ყევხარ ოჯახს და ერს. ღმერთმა დაგლოცოს და ხელი მოგიმართოს შენ და შენს ოჯახს.
ასევე გაგასაც წარმატებებს ვუსურვებ იმედია სირთულეები უკან დარჩება და ისიც გაილაღებს მომდევნო ბაშოზე.
გლოცავთ ორივეს და ვიხრი ქედს, თქვენი პროფესონალიზმისა და პატრიოტიზმის წინაშე.

16:31 | 01.06.2018
BEERTRANCE (97819)

ადმინ დაინტერესდი და სცადე დაუკავშირდეთ ტოჩის, იქნებ ჩაუტარდა დეტალური გამოკვლევა და რა მდგომარეობაში აქვს ხელი

12:51 | 01.06.2018
ალექსანდრე (6188)

გაგა მაგარი კაცია. ყველას გვინდა რომ დაუბრუნდეს მაკუჩის.

13:22 | 01.06.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ეგრეც იქნება. ინტერვიუში ამბობს, არც ერთი ბაშო არ გამომიტოვებიაო. ეგეც ხომ მის მიზანდასახულობაზე და სპორტულ სულზე მეტყველებს ?
ნამდვილად დაუბრუნდება უმაღლეს დონეს.

14:53 | 01.06.2018
BEERTRANCE (97819)

ღმერთმა ქნას ტრავმამ აცალოს

10:35 | 01.06.2018
BEERTRANCE (97819)

გაგას ინტერვიუ წავიკითხე სპორტალზე როგორ შემეცოდა

18:23 | 31.05.2018
miriani (2665)

იმედია ტრავმას მალე მოიშუშებს ტოჩი და მომდევნო ბაშოებს ოძეკის წოდებით ისე მიახვევს რო პირველი იოკოძუნა გახდება ევროპიდან...

23:06 | 31.05.2018
თორღვა პანკელი (1138)

ჰო ისე ეგ მაინტერესებდა მაგრად, ანუ ევროპიდან იოკუძუნა ჯერ არ გამხდარა არავინ?

00:45 | 01.06.2018
kelbo (7279)

არა
ევროპიდან აქამდე იყო მარტო 2 ოძეკი - ბულგარელი კოტოოშუ და ესტონელი ბარუტო...
ჩემი აზრით ორივეს ქონდა შანსი გამხდარიყო იოკოძუნა, განსაკუთრებით ბარუტოს ქონდა მაგის პოტენციალი, მაგრამ მაინცდამაინც არ მოინდომეს, იოკოძუნას შარიან წოდებას ოძეკის წყნარი და ხანგრძლივი კარიერა ამჯობინეს...
ყოველ შემთხვევაში ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე

00:48 | 01.06.2018
kelbo (7279)

საერთოდ უცხოელი ანუ არაიაპონელი იოკოძუნების რიცხვი საკმაოდ მცირეა რადგან უცხოელები მხოლოდ რამდენიმე 10-წლეულის წინ დაუშვეს სუმოში...

6 არიან სულ - 2 ამერიკელი (ჰავაელი) და 4 მონღოლი:
ჰავაელები აკებონო და მუსაშიმარუ 90-იანებიდან ამ საუკუნეში მონღოლები ასაშორიუ, ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი და კაკურიუ

00:32 | 31.05.2018
NIKA..01 (826)

გილოცავ ტოჩიი )) მომდევნო ბაშოს ვიგებთ ... )))

18:38 | 30.05.2018
თორღვა პანკელი (1138)

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ტოჩის ამ გმირული თავდადებისთვის და იმ სიხარულისთვის რასაც ყოველ დღე გვანიჭებს, ვულოცავ პირადად ლევანს, მის ოჯახს, ახლობლებს და ყველა ქართველს, ცალკე მინდა კელბოს უთხრა მადლობა, არცერთი კითხვა არ დამრჩენია რაზეც მისგან პასუხი არ მიმეღოს, ძალიან კარგ და ჯიგრულ საქმეს აკეთებ მეგობარო, შენი ამომწურავი ანალიზებით და ყოვლისმომცველი განმარტებებით, ადრეც ბევრს წერდით აქ სუმოს მცოდნე ხალხი მაგრამ არც ისე დიდი იყო მაშინ ინტერესი, აი ტოჩის აფეთქების შემდეგ ოქროს ფასი გაქვთ და გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას ყველას კელბოს თამადობით.

18:49 | 30.05.2018
kelbo (7279)

გაიხარე ძმაო

21:08 | 30.05.2018
temooo82 (1953)

მადლობა ასე ამომწურავი ინფორმაციისთვის რაც ქვევით მომწერე....

მეჭვება შენნაირი ჩახედული ბევრი იყოს საქართველოში... ასევე მსოფლიოში....

19:22 | 30.05.2018
tiko (6769)

კელბო ძიუდო არ გიყვარს?

14:59 | 31.05.2018
kelbo (7279)

სიყვარულს ვერ დავიჩემებ ნამდვილად...
რავი შეიძლება დამცინო და ჩემთვის სუმო უფრო სანახაობრივი საყურებელია იმიტო რო რამდენიმე წამში ხდება ყველაფერი და ბევრი რამე ხდება იმ რამდენიმე წამში...

ძიუდოს ყურებას მაინცდამაინც ვერ დავუდე გული - ხანდახან მთელი მატჩი ისე გადის რო საერთოდ არაფერი "ექშენი" არაა და ბოლოს ვიღაც იგებს შიდოთი...
ისე რო თან ვუყურო, ოლიმპიადაზე ვქომაგობ ხოლმე ჩვენებს და ხანდახან მსოფლიო ან ევროპის თასზე

08:31 | 02.06.2018
tiko (6769)

ისე ამათ შემხედვარე უკვე არაფერი აღარ ღირს

17:53 | 30.05.2018
kelbo (7279)

giorealist (2041)პასუხი
მაინტერესებს, კარგად თუ ვაცნობიერებთ ეს ტიტული რას ნიშნავს? რამდენი ოფლი, რამდენი სისხლი და ცრემლი, რამდენი ვარჯიში არის საჭირო, გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად, რამდენჯერ უნდა დაეცე და ადგე, რომ ამხელა წარმატებას მიაღწიო?
----------------------------------------

უამრავ ოფლის ღვრას და ტრავმის ტკივილს რო თავი დაანებო აგერ მაგის პასუხად ამ სურათსაც შეხედე - დღევანდელია ოძეკად ნათლობის ცერემონიიდან
0?'>https://www.facebook.com/photo.php?fbid=10156436320589525&set=gm.608144746217705&type=3&theater&ifg=1':'>https://www.facebook.com/photo.php?fbid=10156436320589525&set=gm.608144746217705&type=3&theater&ifg=1'))

ეს სამი ტიპი არიან ტოჩის ცუკებიტოები, ანუ ახალგაზრდები რომლებიც ახალი მიღებული არიან კლუბში და თავიდან დაბალ დივიზიონებში არიან დაბალ რანგებზე, ისინი ემსახურებიან თავიანთი კლუბის მაღალი რანგის სეკიტორებს
ტანსაცმელს ურეცხავენ, საყიდლებზე ეგზავნებიან, სადმე რო მიდის ამის ჩანთებს მიათრევენ, ჩაცმა-დახურვაში ეხმარებიან და რავი... მოკლედ ცოტა უფრო კულურულად რო შეადარო არიან როგორც რაინდის საჭურველმთვირთველები იყვნენ ისე არიან ესენი... ან როგორც მონასტერში არიან მორჩილები... ფაქტიურად მონასტრული კარჩაკეტილი ცხოვრებიტ კი ცხოვრობენ ისე - გარე სამყაროს მოწყვეტილი, მობილურიც კი არ შეიძლება სანამ რაღაც დონეზე არ ახვალ...
ასე არიან სანამ მაღლა არ ავლენ სუმოს იერარქიაში და სეკიტორები არ გახდებიან (ზედა ორ დივიზიონში არ ავლენ)
სამურაი ემსახურეს ნიშნავსო ხუმრობა კი არაა... მსახურებას, თავმდაბლობას და პასუხისმგებლობას აღზრდაში ძაან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იაპონელები - სუმოს რო თავი გავანებოთ, როგორც ვიცი ჩვეულებრივ სკოლებში დამლაგებლები არ ყავთ - ბავშვები ალაგებენ და წმინდავენ ყველაფერს... ჯარი მიმიქარავს...
აი ეგა აქ ტოჩის გამოვლილი თავიდან როცა ახალგაზრდა ბიჭი ჩავიდა იქ

კიდე ერთხელ თავისი დაბადებისდღის სუფრიდან გვიან და მთვრალი დაბრუნების გამო, ეგ და კიდე 2-3 მაგის თანაკლუბელი მისმა მასწავლებელმა არც მეტი არც ნაკლები გოლფის ჯოხით ცემა..

მოკლედ იზოლაცია, მსახურება, დისციპლინა!.. და ვარჯიში ქანცის გაწყვეტამდე... აბა იმხელა წონას ისე ვერ მართავ, ხუმრობა საქმე ხომ არაა 150-200 კილოიანი მასტები სპაგატში ჯდებიან უკლებლივ ყველა!

პ.ს. თან ახალგაზრდაო იმ ტიპებზე კი ვთქვი მარა თუ ვერ გაქაჩა ტიპმა შეიძლება კარიერის ბოლომდე ცუკებიტოდ დარჩეს და შეიძლება 35 წლის კაცს მოუწიოს 20 წლის ახალგაზრდა ტალანტის სამსახური

20:26 | 30.05.2018
toshihiko (1309)

kelbo
ჩვენი ტოჩი ცემეს გოლფის ჯოხით?

14:53 | 31.05.2018
kelbo (7279)

კი ძველი ამბავია... მერე სკოლის უფროსმა ბოდიშიც მოიხადა ფედერაციის წინაშე რო გოლფის ჯოხი ნამეტანი მომივიდაო

11:51 | 31.05.2018
linkin-park (3179)

კი, ოღონდ ძველი ამბავია, კაი ხნის. თან ძალიან ცნობილი

18:32 | 30.05.2018
tiko (6769)

ესეთი აღზრდა არ აკლებდათ ჩვენს ძიუდოისტებს

17:49 | 31.05.2018
miriani (2665)

ნამდვილად...და არა მარტო მათ...;-)

17:25 | 30.05.2018
Buratino (3505)

ვულოცავ ჩვენს საამაყო ლევანს წოდებაში დაწინაურებას! ღმერთმა გამარჯვებები არ მოუშალოს მას და სრულიად საქართველოს!
ვისურვებდი რომ 2019-ში რაგბის მსოფლიო თასზე რომ ჩავალ (ვაპირებ და ვნახოთ), ყველა იაპონელი ჩვენი ეროვნების გაგებაზე იძახოდეს: "ჯორჯია?! იოკოძუნა ტოჩინოშინ!"

17:00 | 30.05.2018
O. Mertskhali (8101)

16:13 | 30.05.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ყოჩაღ ლევან. ეძიებდე და ჰპოვებდეო, ნათქვამია...
მაგრამ მეოთხე ფოტო მაოცებს - ნუთუ ოძეკობას ჯგუფური "ატჟიმანიებით" აღნიშნავენ ?

პ.ს. რადგანაც ტოჩი ძეგველია, მე მას ამიერიდან არა ოძეკის, არამედ ოძეგვის დავუძახებ ხოლმე. შეგიძლიათ შემომიერთდეთ

18:24 | 30.05.2018
kelbo (7279)

16:32 | 30.05.2018
BEERTRANCE (97819)

ვიდეო ნახე კორბენ, დაჩოქილ მდგომარეობაში წარმოთქვამს ფიცს

16:12 | 30.05.2018
ogafa (10220)

ყოჩაღ

16:33 | 30.05.2018
BEERTRANCE (97819)

ეგ ყოჩაღ გაგიუფასურდა ყველაფერზე რო წერ, 20 ჯერ მაინც დაუწერე DDDDDDDDD

15:49 | 30.05.2018
kelbo (7279)

temooo82

ნუ ყველაზე პირდაპირი გზა რაცაა ეგ უკვე იცით - ზედიზედ ორი იუშო (თასი) ოძეკის რანგში... ამის შემდეგ იოკოძუნების კომიტეტმა მაინც უნდა იმსჯელოს მარა არ მახსენდება შემთხვევა რო ზედიზედ 2-ზე უარი ეთქვათ ვინმესთვის...
ამის გარდა არის კომპრომისული ვარიანტებიც:
1. ზედიზედ იუშოების ნაცვლად, ზედიზედ ერთი იუშო და ერთი დოტენ-იუშო (როცა ფლეიოფში წააგებ თასს)... დოტენ-იუშო მოიხსენიებენ იუშოს ექვივალენტად იმიტომ რომ შენ იმდენივე დაპირისპირება მოიგე რამდენიც იუშოს მომგებმა (და მერე ფლეიოფი წააგე)
2. ერთი იუშო და ერთი 13-2 (იშვიათ შემთხვევებში შეიძლება 12-3-ც აკმარონ)
ამ იშვიათ ვარიანტს მე რაც მინახავს თან ახლავს 2 თანაპირობა - იმ პერიოდში ძაან სასტიკი კონკურენცია უნდა იყოს იუშოებზე, რაც ან ბევრი იოკოძუნათია გამოხატული ან 1 ძაან დომინანტი იოკოძუნათი რომელიც ყველაფერს იგებს და მეორე პირობაა რო მხოლოდ ისეთი ოძეკების მიმართ შეიძლება გამოიყენონ, ვინც შთამბეჭდავი და სტაბილური ოძეკის კარიერით გამოირჩევა

მაგალითად, ასეთი კომპრომისული პირობა წაუყენეს ლეგენდარულ ოძეკი კაიოს 10-15 წლის წინ, რომელიც ყველასთვის საყვარელი და ღირსეული ტიპი იყო, ყველაზე მეტი ტურნირი გაატარა ოძეკის რანგში და 5-ჯერ მოიგო იუშო, უბრალოდ გიჟგადარეული ასაშორიუს გადამკიდე 2 იუშო ვერ გადააბა ერთმანეთს...
ხოდა ამ კაიომ რო ბოლო მე-5 იუშო მოიგო, უთხრეს შემდეგზე 13 მოგება დადე და შენია იოკოძუნობაო...
12-3 გააკეთა მაშინ კაიომ და ყველას გული დაწყვიტა... ერთერთი ბოლო დაპირისპირება როგორც მახსოვს ჩვენს კოკაისთან წააგო და მაგის გამო ბოლო ბრძოლა ასაშორიუსთან უეჭველი მოსაგები გაუხდა.... რაც სამწუხაროდ ვერ შეძლო

ასეთივე კომპრომისული პირობით გახდა იოკოძუნა შარშან იაპონელი კისენოსატო, რომელსაც საერთო 12-3 აკმარეს და ვიღაც ვიღაცეები აბუზღუნდნენ რომ იაპონელობის ამბავში უჯიგრეს, რადგან მანამდე 15 წელი არ ყავდათ იაპონელი იოკოძუნა (სულ მარტო მონღოლები იყვნენ 2002-2017 წლებში)... თუმცა ეს ბუზღუნი რო გვერდზე გავწიოთ, ასეთი სურათი ქონდა კისეს მაშინ:
5-წლიანი ოძეკის კარიერა (30 რურნირი), მათ შორის ერთადერთხელ დაასრულა უარყოფითით ტრავმის გამო და ისიც 7-8... 30-დან 23-ში ორნიშნა დადებითი, ანუ 10 და მეტი მოგებით...
12 ჯუნ-იუშო (მე-2 ადგილი) და ბოლო 5 ტურნირიდან 4-ში აღებული ჯუნ-იუშო, მათ შორის ორი 13-2-ით და ორი 12-3-ით... პროსტა თასს ვერ იგებდა რა...
ხოდა აი ის ბოლო 12-3 რომ გააკეთა უთხრეს რო შემდეგ ტურნირზე ცუნატორი იქნებოდა (ანუ ოფიციალური კანდიდატი)... ხოდა მოიგო ის ტურნირი კისემ 14-1 და მიცეს ეგრევე იოკოძუნობა...
და თუ ვინმეს რამე პრეტენზია ქონდა მასთან, მომდევნო ტურნირი ეგრევე მოიგო კისემ და გამოუვიდა ზედიზედ ორი.... მარა მძიმე ტრავმა მიიღო იმავე ტურნირის ბოლოს და იმის მერე ვერ გამომჯობინდა - მარცხენა მკერდის კუნთი აქვს გაწყვეტილი - ძაან მურტალი რამეა

იმ ერთადერთ იოკოძუნა ფუტაჰაგუროს რაც შეეხება სულ რო არა აქვს თასი, ზუსტად მაგის მერე გაამკაცრეს წესები იოკოძუნად დაწინაურების და უთასოდ დაწინაურებას ყველანაირად ირიდებენ თავიდან...
ეგ კი არადა დიდ იოკოძუნა ტაკანოჰანას (ბოლო დიდი იაპონელი იოკოძუნა), რომელმაც ჯერ 2 ტურნირი მოიგო 19-20 წლის ასაკში ჯერ კიდე ოძეკად დაწინაურებამდე და მერე მომდევნო წელს 21 წლის ასაკში უკვე ოძეკის რანგში მე-3 თასიც მოიგო 14-1-ით და მომდევნოზე 13-2-ით დოტენ-იუშოც მიაყოლა ეგრევე, და ამით ზედიზედ იუშო / დოტენ-იუშოს პირობა შეასრულა, უარი უთხრეს იოკოძუნობაზე ნამეტანი პატარა ხარ ჯერო... მართლა ასაკის შეეშინდათ თავში არ აუვარდეს ან ახლა კია მაგარი მარა მერე არ ჩაფლავდესო იფიქრეს...
ხოდა მოკლედ ტაკანოჰანამ მომდევნო წელს 22 წლისამ თითოს გამოტოვებით ჯერ 2 თასი აიღო კიდე და წლის ბოლო 2 ძენშო-იუშო (15-0-იანი მოგება) გადააბა ზედიზედ და მთავარი პირობაც შეასრულა და ტიპს 7 თასი მოუგროვდა უკვე და დააწინაურეს ტიპი ბოლოსდაბოლოს

17:20 | 30.05.2018
Buratino (3505)

რაც შეეხება კისესთვის იოკოძუნობის მინიჭებას, კიდევ ერთ რამეს დავამატებდი (რაც არ გიწერია და მემგონი ასევე გაითვალისწინა კომისიამ): რამდენიმე წლის წინ დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო მიდიოდა ყველა დროის რეკორდზე ზედიზედ მოგებული ორთაბრძოლების მიხედვით. როგორც მახსოვს, მან რამდენიმე ბაშო მიყოლებით მოიგო და ყველა დროის რეკორდს ხსნიდა იმ ბოლო ბაშოზე. და მაშინ, როცა კისეს დაეჯახა, მგონი მხოლოდ 2 მოგებაღა აკლდა რეკორდის მოხსნამდე. ჰოდა, სწორედ ასეთ "გიჟურ" ფორმაში მყოფილ ჰაკუჰო დაამარცხა კისენოსატომ და იაპონელებს გული გაუხარა! კარგად მახსოვს, იმ ორთაბრძოლის შემდეგ ბალიშების ისეთი თქეში წამოვიდა რაც ადრე არც მინახავს ...

17:53 | 30.05.2018
kelbo (7279)

კი 63-ზე გააჩერა... 69 იყო რეკორდი (და ახლაც არის)

16:35 | 30.05.2018
temooo82 (1953)

მადლობა... გაიხარე....

ე.ი.კაი რთული გზა აქვს ლევანს გასავლელი... ტრამვები თუ მოირჩინა მგონია მალე შეძლებს გეგმის შესრულებას...

იოკუძუნა რომ აიძულონ შეეშვას სუმოს რამდენ ბაშოზე უნდა ჩაისვაროს?... ეხლა ხო წააგო კაჰუკომ 4 ბრძოლა ანუ11_4-ზე ჩასვრაში იგულისხმება ხო?

18:24 | 30.05.2018
kelbo (7279)

კი რთული გზა აქვს წინ, მარა ეგერ ზემოთ დავწერე რამდენად რთული გზა აქვს უკან მოტოვებული... იმასთან შედარებით რთული აღარაფერი არ უნდა მოეჩვენოს...
მთაცარია ჯამა და ჯანმრთელობამ გაუქაჩოს - პატარა აღარაა სამწუხაროდ, 31-ის ხდება წელს

იოკოძუნას გააჩნია... და ჩასვრის მიზეზს... მძიმე ტრავმის გამო მაგალითად შეიძლება დაახლოებით ასე 1 წლამდე გაცალონ.

კისენოსატოსთვის უკვე წელზე მეტია გასული - უკვე 7 ბაშო ვერ მიიყვანა ბოლომდე (3 საერთოდ მთლიანად გამოტოვა), ყველაზე მეტი 6 მოგების გაკეთება შეძლო ერთერთზე... ანუ ზედიზედ 7 უარყოფითი ბალანსი მოუგროვდა უკვე რაც ძალიან ბევრია.
ამიტომ ამ ტურნირის წინ რო შეატყვეს რო ჯერ კიდევ ვერა აქვს მორჩენილი ტრავმა, იოკოძუნების კომიტეტმა "ურჩია" რო ახლა ამ ბაშოზე გამოსვლას და ვიღაც მაეგაშირებთან წაგებებს, ჯობია კარგად დაისვენო რო მომდევნოსთვის იყო სათანადოდ(!) მზადო...

იაპონელი ამაზე პირდაპირ არაფერს გეტყვის - ფაქტიურად შემდეგზე თუ ჩაფლავდები წახვალო, ეგ უთხრეს... ამიტომ ველით ივლისში დაჭრილი ვეფხვივით მეომარ კისეს... და კიდე ორი ოძეკი იქნება მასე - ტაკაიასუც და გოიედოც კადობანშია და ივლისში უარყოფითი ბალანსი ოძეკის წოდების დაკარგვად დაუჯდებათ

ჰაკუჰოს და 11-4-ს რაც შეეხება...
აი როგორ გითხრა, ზოგადად ერთი 11-4 ჩაფლავება არაა, ხდება ხოლმე, აი ძაან თუ გადააბა იოკოძუნამ 11-4-ები და 10-5-ები მაშინ შეიძლება მიუთითონ ცოტა გონზე მოდიო, კაკურიუს ქონდა ეგ პრობლემა თავიდან...
ეს იმიტო რო 11-4 როგორც წესი ოძეკის შესაფერის შედეგად ითვლება, მარა ალაგ-ალაგ 11-4 იოკოძუნასთვის არ ტეხავს...
თუმცა ჰაკუჰო ალბათ იმ ერთ 11-4-საც ჩაფლავებას თვლის იმიტო რო ჰაკუჰოა...
ჰაკუჰოს სტატისტიკა ასეთია:
11 სრული წელი შეუსრულდა იოკოძუნას რანგში ყოფნის - 66 ბაშო...
აქედან 1 ტურნირი გაუქმდა და არ ჩატარდა, 3 ტრავმის გამო გამოტოვა, კიდე 3 ასევე ტრავმის გამო შუა გზაზე შეწყვიტა...

დანარჩენი 59 ტურნირიდან მოიგო 37, მათ შორის 12-ჯერ ძენშო ანუ 15-0 (3 თასი მათ შორის ერთი 15-0-ით იოკოძუნობამდე მოიგო), 16-ჯერ გავიდა მე-2-ზე (ჯუნ-იუშო) და მხოლოდ 6 ტურნირზე ვერ მოახერხა 1-2 ადგილებზე გასვლა...
ამ 6-დან 4-ჯერ 11-4 ქონდა და 2-ჯერ 10-5... 10 მოგებას არასდროს არ ჩამოცილებია გარდა იმ 6 ტრავმის გამო გამოტოვებულისა...
ჰო ნუ 2 ცალი 11-4 ჯუნ-იუშოების დროსაც ქონდა

ასევე, გასული 12 წლის განმავლობაში ჰაკუჰოს ერთი წელიც კი არ გმოუტოვებია ტურნირის მოუგებლად, თან ერთადერთი წელი იყო როცა მარტო ერთი ტურნირი მოიგო - სულ პირველი ტურნირი რო მოიგო მაშინ, იმის მერე 11 წელია მინიმუმ 2-ს მაინც იგებდა და ის 2-იც მარტო ერთხელ გამოერია თორე მინიმუმ 3 არის მაგის ნორმა...
ახლა კიდე ნახევარი წელი და სამი ბაშო მიილია და ერთიც არ მოუგია ჯერ...

ასე რომ ჰაკუჰოსთვის კი, ჩასვრაა ეგ... ამიტომ დარწმუნებული ვართ რო ივლისში გაცოფებული გამოვა

თუ ტრავმა არ გაიმიზეზა ან ახალი არ მიიღო მე პირადად ივლისში ჰაკუჰო მოიგებს მგონია...

15:11 | 30.05.2018
capello (261)

შენ გენაცვალე ჯიგარში მთელი ერის სიამაყე ხარ ღმრთმა გვიმრავლოს შენნაირები.ტოჩინოშინ ბანზაიიიიიიი

15:01 | 30.05.2018
kelbo (7279)

ლევან გილოცავ! ახალ-ახალ მწვერვალების დაპყრობის წყურვილი და შესაძლებლობა ნუ მოგიშალოს ღმერთმა!

ახლა ჩამოდი, ოჯახი მოინახულე, შვილი ნახე... და მერე ჩაუჯექი ჯანმრთელობას - ახლა მთავარი ეგაა

13:00 | 30.05.2018
zanzibari (457)

არაცერთი ჯილდო თუ ტიტული არ შეედრება იმას თუ რამხელა სიხარული მიანიჭე შენს ერს მადლობა კარგო ქართველო კაწო შენი ერი მადლიერია და უყვარხარ მშვიდობით დაბრუნდი შენ ქვეყანაში

12:41 | 30.05.2018
giorealist (2121)

მაინტერესებს, კარგად თუ ვაცნობიერებთ ეს ტიტული რას ნიშნავს? რამდენი ოფლი, რამდენი სისხლი და ცრემლი, რამდენი ვარჯიში არის საჭირო, გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად, რამდენჯერ უნდა დაეცე და ადგე, რომ ამხელა წარმატებას მიაღწიო? და თან ეს არ არის ჭერი, უფრო მეტი გვინდა

თან სად, იაპონიაში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე და მებრძოლი ხალხი ცხოვრობს, სადაც პასუხისმგებლობა და ღირსებას სიიცოცხლის ფასი აქვს!

ყოჩაღ და კიდევ ერთხელ ყოჩაღ!

12:28 | 30.05.2018
kings never die (12388)

ტოჩს ხელში რომ უჭირავს ეგ თევზი მურწააა თუ ხრამული

12:20 | 30.05.2018
temooo82 (1953)

პირველ რიგში გილოცავთ ყველას ლომისობის ბრწყინვალე დღესასწაულს..
გვფარავდეს ყველას უფალი და წმინდა გიორგის ძალა..

ასევე ოძეკობას ვულოცავ ლევანს და ყველა ქართველს...

Kelbo_ს აზრი მაინტერესებს იოკოძუნა რომ გახდეს ლევანმა რა ზღვარი უნდა გადალახოს...

12:28 | 30.05.2018
tiko (6769)

ეგ უფრო კომისიის გადასაწყვეტია, არის ერტი პიროვნება რომელსაც არცერთი ბაშო არ აქვს მოგებული და იოკუძუნას ტიტულას ატარებს, როგორც ვიცი იაპონელი სუმოისტია, მე მაინც ვფიქრობ მინიმუმ 2 ბაშო რომ მოიგოს ლევანმა მიცემენ მაგ ტიტულს

12:30 | 30.05.2018
kings never die (12388)

ეგ ისედაც უჭველია ოძეკის რანგში ორჯერ ზედიზედ თU იგებ ბაშოს ავტომატურად დიდი ჩემპიონი იოკოძუნა ხდები ეგ არის სტანდარტული ფორმა უბრალოდ მე მაინტერესებს სხვა ალტერნატიული გზები თუ არსებობს იოკოძუნობის

12:34 | 30.05.2018
temooo82 (1953)

მეც ზუსტად ეგ ვიგულისხმე ეხლა რაც დაწერე....

12:45 | 30.05.2018
kings never die (12388)

KELBO ეცოდინება უეჭველია სუმოს თეორიაში მე ვანიჭებ KELBO იოკოძუნას ტიტულს

12:57 | 30.05.2018
tiko (6769)

კი ბატონო კელბოს ვანიჭებ უპირატებოას კომისიაა მთავარი მაინც

13:03 | 30.05.2018
kings never die (12388)

12:15 | 30.05.2018
kings never die (12388)

გილოცავ ლეონსიოო ოზეკი ჩემპიონს ნიშნავს და მალე დიდი ჩემპიონობა მოგველოცოს იკოძუნას სახით ერთი სული მაქვს ივლისის ბაშო როდის დაიწყება და ანანდ მანგალჯალავინს როდის დავცემთ დოჰიოს მარილიან ქვიშაზე

12:00 | 30.05.2018
dinamo222 (8587)

ის თევზი რატომ მისცეს ? D ჩვენთან საქართველოს ფალავანს ცხვარს აძლევენ და იაპონიაში თევზს ?

11:55 | 30.05.2018
Mr_gr (1404)

გილოცავ მრავალს დაესწარი.

11:46 | 30.05.2018
tiko (6769)

გილოავ ტოჩიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი შენ საქართველოს გული ხარ

11:33 | 30.05.2018
პანტელეიმონი (4347)

გილოცავ ლევან - ტოჩი ! ! !

11:21 | 30.05.2018
BEERTRANCE (97819)

გილოცავ ტოჩი სულით და გულით. ღმერთმა ტრავმები გარიდოს და ბევრჯერ გაგვეხაროს შენი გამარჯვებებით.
მიღწევაზე ბევრად რთულია მიღწეულის შენარჩუნება. იმედია პირველი ევროპელი იოკოძუნაც გახდები

11:50 | 30.05.2018
tiko (6769)

გისმინოს ღმერთმა

0.135594