მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა მარკო ასენსიომ კიევში ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მერე – დუა ლიპა. თურქული CNN გვარწმუნებს, რომ “ლივერპულთან” სიხარულის მომცველი მატჩის მერე, ესპანელი შემტევი სასტუმროს ნომერში 22 წლის ბრიტანელ მომღერალთან ერთად ნებივრობდა, რომელმაც სხვათა შორის, ფინალის გახსნის ცერემონიაზე იმღერა კიდეც.
თუმცა, ამ ყველაფერს თავად მომღერალმა ჭორი უწოდა. სოციალურ ქსელში ლიპა ასენსიოსთან ურთიერთობას გამორიცხავს:
“არასდროს შევხვედრივარ ასენსიოს და მომავალშიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ ასე მოხდეს. ჩემი მენეჯერი “ლივერპულის” გულშემატკივარია და ამას არ მაპატიებს”, - დაარწმუნა საზოგადოება დუა ლიპამ.