კალათბურთი

1:45 | 30.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ბასკონიამ" შერმადინის "უნიკახა" დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას “სასკი ბასკონია” ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალშია. ბასკებმა სერიის მეორე მატჩიც მოუგეს “უნიკახას” და სერია მშრალად დაასრულეს – 2:0.

მალაგაში გამართული შეხვედრის ბედი ფაქტობრივად პირველივე პერიოდში გადაწყდა, როდესაც “ბასკონიამ” 16 ქულიანი უპირატესობა მიიღო. მოპოვებული ფორ ა კი სტუმრებს თამაშის ბოლომდე არ გაუშვიათ ხელიდან და საბოლოო წარმატებასაც უწიეს – 80:64.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 18:30 წუთიც გაატარა. ხსენებულ დროში ჩვენებურმა 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გაახერხა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 1 საჯარიმო ააცილა. მაგი ქმედების კოეფიციენტმა კი 13 შეადგინა და ამ მხრივ თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მარსელო უერტასს ჩამორჩა (24).

ასევე სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა გიორგი შერმადინი, რომელიც “უნიკახას” რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. ქართველმა ცენტრმა 20:25 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. საგულისხმოა, რომ გიორგიმ შეტევაში უშეცდომოდ ითამაშა: 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო! მარგი ქმედების კოეფიციენტით კი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო – 18. მთლიანად შეხვედრაში კი უკვე ნახსენებ უერტასს ჩამორჩა.

"ბასკონია" კი ლიგა ენდესას ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს.

0.11487