ფეხბურთი

1:17 | 30.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების ვარჯიშზე ფეხბურთელებმა იჩხუბეს

გერმანიის ნაკრების ვარჯიშზე, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა, ინციდენტი მოხდა. როგორც ავტორიტეტული გამოცემა Bild-ი იტყობინება, “ბუნდესნაკრების” ბოლო ვარჯიშზე მცველებმა, ჯოშუა კიმიხმა და ანტონიო რუდიგერმა იჩხუბეს.

“ჩელსის” ფეხბურთელმა “ბაიერნის” უკანახაზელის წინააღმდეგ ხისტად ითამაშა, რასაც საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა.

წყაროს ცნობით, საქმეში მიროსლავ კლოზე ჩაერთო და სიტუაცია მალევე განიმუხტა. შეგახსენებთ, იოაჰიმ ლიოვს შეკრებაზე გაფართოებული შემადგენლობა ჰყავს წაყვანილი და 23-კაციანი ნუსხა ჯერაც არ გაუსაჯაროებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139528