ფეხბურთი

0:36 | 30.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლორის კარიუსს იტალიის სერია C-ს გუნდი ეპატიჟება...

ინგლისური “ლივერპულის” კარის დარაჯ ლორის კარიუსს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, იტალიის სერია C-ს ბინადარი “რიმინი” ეპატიჟება.

იტალიური კლუბის პრეზიდენტმა ჯორჯო გრასიმ გერმანელი კიპერი თავად მიიპატიჟა საკუთარ კლუბში:

“სიამოვნებით ვუმასპინძლებ გერმანელ მეკარეს რიმინიში, ეს მიწა ყოველთვის სტუმართმოყვარეა მისი თანამემამულეების მიმართ. “რიმინისთან” ერთწლიანი კონტრაქტი მისთვის იდეალური იქნება, რომ დაიბრუნოს სიმშვიდე, თვითშეფასება. აშკარაა, რომ ის ჩვენთან არ იქნება სასეირნოდ და კონკურენცია ექნება ფრანჩესკო სკოტისთან. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ იპოვის დიდ ოჯახს”, - განაცხადა გრასიმ.

შეგახსენებთ, ლორის კარიუსმა “რეალთან” (1:3) ორი უხეში შეცდომა დაუშვა და “ლივერპულის” მარცხში დიდი როლი ითამაშა.

0.104712