ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსისა და მოჰამედ სალაჰის ეპიზოდი ისევ აქტუალურია. განსაკუთრებით ეგვიპტეში, სადაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს იმასთან დაკავშირებით, რომ ესპანელს ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში აუკრძალოს (500 ათასი ხელმოწერა უკვე შეგროვდა).
გარდა ამისა, ეგვიპტელი ადვოკატი ბასემ ვაჰბა სერხიო რამოსისგან 1 მილიარდი ევროს გადახდას ითხოვს კომპენსაციის სახით:
“მე ვითხოვ კომპენსაციას, რომელიც 1 მილიარდ ევროს აღემატება. ვინაიდან, რამოსმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა, როგორც ეგვიპტის საუკეთესო ფეხბურთელს, ისე მთლიანად ქვეყანას”, - განაცხადა ვაჰბამ ტელეკომპანია Sada El-Balad-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსთან შეჯახების შედეგად სალაჰმა მხრის ტრავმა მიიღო და ფინალური მატჩი ვეღარ გააგძელა. გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.