ევროპის საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოქვეყნდა 2017-2018 წლების სეზონის დასრულების შემდეგ. პირველ ადგილს კი ჩემპიონთა ლიგის მფლობელი მადრიდის “რეალი” იკავებს, რომელიც საგრძნობლად უსწრებს თანაქალაქელ “ატლეტიკოს”.
საერთოდაც, ოთხეულში სამი ესპანური გუნდია, ხოლო მოწინავე ათეული შემდეგნაირია:
1. “რეალი” (ესპანეთი) – 162.000 ქულა
2.“ატლეტიკო” (ესპანეთი) – 140.000
3. “ბაიერნი” (გერმანია) – 135.000
4. “ბარსელონა” (ესპანეთი) – 132.000
5. “იუვენტუსი” (იტალია) – 126.000
6. “სევილია” (ესპანეთი) – 113.000
7. “პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი) – 109.000
8. “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) – 100.000
9. “არსენალი” (ინგლისი) – 93.000
10. “დორტმუნდი” (გერმანია) – 89.000
რაც შეეხება ჩემპიონატების საკლუბო რეიტინგს, ლიდერი ისევ ესპანეთის ლა ლიგაა, რომელიც პირველ პოზიციას დამაჯერებლად იკავებს და ალბათ, კარგა ხანს მის ლიდერობას საფრთხე არ დაემუქრება. რაც შეეხება, საქართველოს ეროვნულ ლიგას – ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატი 5.000 ქულით ისევ 45-ე ადგილზე იმყოფება.
1. ლა ლიგა (ესპანეთი) – 106.998
2. პრემიერლიგა (ინგლისი) – 79.605
3. სერია A (იტალია) – 76.249
4. ბუნდესლიგა (გერმანია) – 71.427
5. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 56.415
6. პრემიერლიგა (რუსეთი) – 53.382
7. პრიმეირა ლიგა (პორტუგალია) – 47.248
8. პრემიერლიგა (უკრაინა) – 41.133
9. იუპერლიგა (ბელგია) – 38.500
10. სუპერლიგა (თურქეთი) – 35.800
... 45. ეროვნული ლიგა (საქართველო) - 5.000