ფეხბურთი

17:12 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალაბა "რეალს" დაუკავშირეს: "ახალ გამოწვევებს ყოველთვის ვეძებ"

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი დავიდ ალაბა შესაძლოა, მადრიდის “რეალში” გადავიდეს. გამოცემა As-თან საუბარში ეს ინფორმაცია ავსტრიელი ფეხბურთელის მამამ დაადასტურა კიდეც.

თუმცა, თავად ალაბამ ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ მიუნხენში დარჩენას აპირებს. თუმცა, ალაბას განცხადება საერთო ჯამში მაინც ორაზროვანი გამოვიდა:

“მე ვკითხე თუ ესაუბრა ესპანურ მედიას და მიპასუხა, რომ არაფერი იცის. ვფიქრობ, “ბაიერნში” მომავალ სეზონშიც ვითამაშებ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება და ყოველთვის ახალ გამოწვევებს ვეძებ”, - განმარტა ალაბამ.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბას მიუნხენის “ბაიერნთან” მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115116