ფეხბურთი

15:25 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დორტმუნდმა" გერმანელი შემტევი გაიფორმა

სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, მაგრამ დორტმუნდის “ბორუსიამ” უკვე მეორე ფეხბურთელი შეიძინა. გერმანული გუნდის ვებგვერდის ცნობით, “სიგნალ იდუნა პარკზე” ამიერიდან მარიუს ვოლფი ითამაშებს.

23 წლის შემტევის შეძენა “დორტმუნდს” არაოფიციალური ინფორმაციით 5 მილიონი ევრო დაუჯდა და ფეხბურთელმა კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

მარიუს ვოლფი აქამდე ფრანკფურტის “აინტრახტში” ირჯებოდა და გასულ სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.

0.120842