ჩემპიონთა ლიგის ფინალში გარეთ ბეილის შედევრი გოლი "მაკრატელა" დარტყმით ალბათ დავიწყებას არასდროს მიეცემა. უელსელამ მართლაც ულამაზეს სტილში შეაგდო და მატჩის ბედი დიდწილად სწორედ ამ გოლმა გადაწყვიტა. საინტერესოა, რომ 2017-2018 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ეს არ ყოფილა მადრიდელთა პირველი "მაკრატელა".
მეოთხედფინალში კრიშტიანუ რონალდუს ტურინის "იუვენტუსის" კარი კიდევ უფრო ლამაზი თუ არა, ნაკლები დარტყმით არ დაულშქრავს.
ერთი საინტერესო დამთხვევა: რონალდუმაც და ბეილმა გოლები 63-ე წუთზე, სულ რაღაც 4-წამიანი ინტერვალით დალაშქრეს...