კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი “ალბისელესტეს” მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტად არ მიიჩნევს. 30 წლის შემტევის განცხადებით, მუნდიალზე უფრო ძლიერი ნაკრებებიც ითამაშებენ.
“რუსეთში ფავორიტის სტატუსით არ მივდივართ. თუმცა, ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები და მჯერა, რომ არგენტინას შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს. მიუხედავად ამისა, არ შემიძლია იმის თქმა, რომ არგენტინა პლანეტის საუკეთესო გუნდია, რადგან არიან ჩვენზე ძლიერი გუნდებიც”, - განაცხადა მესიმ Channel 13-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ისლანდიას (16 ივნისი), ხორვატიასა (21 ივნისი) და ნიგერიას (26 ივნისი) დაუპირისპირდება.