ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ “სევილიას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ამიერიდან კლუბს პაბლო მაჩინი გაწვრთნის.
მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში “სევილიამ” სამი მწვრთნელი შეიცვალა – ედუარდო ბერიცო, ვინჩენცო მონტელა და ხოაკინ კაპაროსი.
რაც შეეხება 43 წლის მაჩინს, აწ დასრულებულ სეზონში “ჟირონას” თავკაცობდა და კატალონელებმა ლა ლიგაში მეათე ადგილს გასვლა შეძლებს, რაც ამ გუნდისთვის წარმატებული შედეგი გახლდათ.