ფეხბურთი

16:27 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ბეილისთვის თანხას არ დაიშურებს

მადრიდის “რეალისა” და ჩემპიონთა ლიგის ფინალის გმირის, გარეთ ბეილის გზები სავარაუდოდ გაიყოფა. ბრიტნაული მედია იტყობინება, რომ უელსელი შემტევის მიმართ სერიოზულ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.

Independent-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” მზად არიან, რომ “რეალის” ბიუჯეტი 140 მილიონი ევროთი შეავსონ. კიდევ უფრო დიდ თანხას ასახელებს გამოცემა The Sun-ი – 227 მილიონი ევრო და სეზონში ხელფასის სახით 38.5 მილიონი...

აღსანიშნავია, რომ “რეალის” დატოვების სურვილი “ლივერპულთან” (3:1) მატჩის შემდეგ თავად ბეილმაც დაადასტურა:

“ჩემს აგენტს უნდა ვესაუბრო, რადგან ყოველ კვირას თამაში მსურს”, - აღნიშნა ბეილმა.

ფაქტია, უელსელი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანისთვის შეუცვლელი არაა და გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში საკმაოდ იშვიათად ათამაშებდა.

0.117731