ფეხბურთი

16:00 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "იმედია, კარიერას არგენტინაში დავასრულებ"

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი დარწმუნებულია, რომ ევროპაში სხვა გუნდის შემადგენლობაში არ ითამაშებს. თუმცა, კარიერის დასრულება სამშობლოში უნდა.

“რაც უფრო დრო გადის, უფრო მკაფიოდ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპაში მხოლოდ “ბარსელონას” მაისურით ვითამაშებ. შემდეგ სიამოვნებით დავბრუნდები არგენტინაში 6 თვით, კარგი იქნება თუ ეს “ნიუელს ოლდ ბოიზში” მოხდება. ეს იყო ჩემი ოცნება ბავშვობიდან და დღემდე ასეა.

ინიესტა? - ინიესტა ძალიან დაგვაკლდება. ჩვენ ვსაუბრობთ ერთადერთ ფეხბურთელზე და მისი შეცვლა ნამდვილად რთული იქნება”, - განაცხადა მესიმ Canal 13-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მესი “ნიუელსის” აკადემიაში 1994-2000 წლებში ირიცხებოდა, საიდანაც “ბარსელონას” სკოლაში აღმოჩნდა და 2004 წელს მთავარ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112049