აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში “ბოსტონი” შინ “კლივლენდთან” 79:87 დამარცხდა. სერია “კავალეირსმა” 4:3 მოიგო და სუპერფინალში გავიდა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას მეორე პერიოდში “ბოსტონი” 12 ქულით იგებდა, თუმცა მესამე მეოთხედში “კლივლენდმა” წინ გასვლა მოახერხა. გარდამტეხი კი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა “კლივლენდი” და ლებრონ ჯეიმსი “ბოსტონზე” უბრალოდ უკეთესი იყო. ლებრონ ჯეიმსმა 48 წუთი ითამაშა და გუნდს 35 ქულა, 15 მოხსნა, 9 პასი და 2 ბლოკ-შოტი შესძინა. “ბოსტონში” 24 ქულით ტატუმი გამოირჩა.
“კლივლენდმა” აღმოსავლეთ კონფერენცია მეხუთედ მოიგო. ლებრონ ჯეიმსმა კი - მერვედ.