ფეხბურთი

12:36 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

იდენტური "რეალი" - სამი ფინალი და ორი ცვლილება

კარდიფიდან კიევამდე – მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო, მაგრამ საინტერესოა, რომ ერთი წლის წინ, “იუვენტუსთან” ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანის სასტარტო შემადგენლობა იდენტური იყო “ლივერპულთან” შერჩეული ძირითადი შემადგენლობის.

სოციალურ ქსელში საინტერესო ფოტოც გავრცელდა, რომელსაც გუნდები ტრადიციულად მატჩის წინ იღებენ. “რეალის” ფეხბურთელთა წყობა, დგომის სტილი აბსოლუტურად ერთნაირია, როგორც 2017 წელს კარდიფის ფინალში, ისე კიევის ფინალის წინ...

აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს, “ატლეტიკოსთან” მოგებულ ფინალს თუ შევადარებთ წინა ორ ფინალს, “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში სულ რაღაც ორი ცვლილება იყო: 2016 წელს, “სან სიროზე” გამართულ ფინალში ძირითად შემადგენლობაში რაფაელ ვარანისა და ისკოს ნაცვლად, გარეთ ბეილი და პეპე იყვნენ. დანარჩენი კი ყველაფერი იგივე დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127339