ფეხბურთი

14:41 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "მეშინია, რადგან 100%-ით მზად არ ვარ"

მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება, ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი კი შეშინებულია. როგორც თავად განაცხადა, 100%-ით მზად არაა და ამის გამო შეშფოთებულია.

“100%-ით მზად ჯერ კიდევ არ ვარ, ეს დროსთან ერთად მოვა. მე ცოტა შეშინებული ვარ, მაგრამ მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩენილია. მეტი დრო მჭირდება, რადგან ეს შიში გადავლახო. თუმცა, მე მზად ვიქნები და ვერაფერი შემაჩერებს სათამაშოდ”, - განაცხადა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა მარტში მიიღო. პსჟ-ს ვარსკვლავმა ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა, მაგრამ ჯერჯერობით იდეალური ფორმისგან შორსაა.

0.105498