ინგლისური “ლივერპულის” მეკარე ლორის კარიუსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს იხდის. როგორც გერმანელმა მეკარემ თქვა, ფინალის შემდეგ ვერ დაიძინა.
“დაძინება აქამდე ვერ მოვახერხე. ფინალის სცენები ახლაც თავში მაქვს, ისევ და ისევ. ბოდიშს ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, ქომაგებსა და მთლიანად პერსონალს. ვიცი, რომ ჩემი ორი შეცდომის გამო წავაგეთ. იმედგაცრუებული ვარ”, - დაწერა კარიუსმა.
შეგახსენებთ, “რეალმა” “ლივერპული” 3:1 დაამარცხა, ხოლო ორი გოლი “წითლების” მეკარის, ლორის კარიუსის უხეში შეცდომის შედეგად გავიდა.