საქართველოს ეროვნული ნაკრები აგრძელებს მოახლოებული ორი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, შეკრების მეორე დღეს გუნდს 7 ფეხბურთელი შეუერთდა და ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ამჯერად შემდეგი 19 მოთამაშე იყო:
გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ზაურ მახარაძე, გურამ კაშია, ლევან გეგეჭკორი, სოლომონ კვირკველია, დავით ხოჭოლავა, ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი, ლევან ხარაბაძე, გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, ვაკო გვილია, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ნიკა კაჭარავა, ბუდუ ზივზივაძე, ლადი დვალიშვილი.
საქართველოს ნაკრებს დღეს გიორგი ხარაიშვილი, ლაშა შერგელაშვილი, ბექა ვაჩიბერაძე და გიორგი ბერიძე უნდა შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 1 ივნისს, ავსტრიაში მალტის ნაკრებს, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ლუქსემბურგში ადგილობრივ გუნდს გაეჯიბრება.