კალათბურთი

2:32 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიასა და შერმადინის ხუთიანები პლეი-ოფის სასტარტო მატჩში

სტარტი აიღო ესპანეთის ლიგა ენდესას პლეი-ოფმა, რომლის მეოთხედფინალურ სტადიაზე ერთგვარი ქართული დერბია: გიორგი შერმადინის “უნიკახა” თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” წინააღმდეგ.

ბასკებმა სერიაში ანგარიში გახსნეს მას შემდეგ, რაც საკუთარ კედლებში ანდალუზიელებს 87:70 აჯობეს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დასკვნითი მეოთხედის წინ სხვაობა ოდენ სამი ქულა იყო, თუმცა ბოლო ათწეუთეულში “ბასკონიამ” მეტოქე აშკარად დაჯაბნა (28:14) და სერიაში დაწინაურდა.

როგორც მიმდინარე სეზონში დავეჩვიეთ, ისეთი თამაში არ ჰქონია თორნიკე შენგელიას, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 21:33 წუთიც გაატარა. ესპანელთა ჩვენებურმა კაპიტანმა 5 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორინიკე 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი არაზუსტად ისროლა.

გიორგი შერმადინი ვერ მოხვდა სასტარტო ხუთეულში, მაგრამ 16:52 წუთი მაინც ითამაშა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 5 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა. შერმადინმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო მოათავსა კალათში. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 8, ხოლო შერმადინის 7 შეაგდინა.

სერიის მეორე მატჩი 29 მაისს, მალაგაში გაიმართება.

0.133021