ჩოგბურთი

22:07 | 27.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

როლან გაროსი დაიწყო, შარშანდელმა ჩემპიონმა წააგო

დღეს სტარტი აიღო როლან გაროსის გათამაშებამ. მსოფლიოს ნომერ მესამე ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევმა ლიტველი რიკარდო ბერანკისი იოლად 6:1, 6:1, 6:2 გაანადგურა. შეხვედრამ საათსა და 11 წუთს გასტანა. გრიგორ დიმიტროვს შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავდა მუჰამედ საფატი, რომელსაც 6:1, 6:4, 7:6 აჯობა. რეიტინგის სხვა ლიდერები ნადალი, ჯოკოვიჩი ხვალ გამართავენ შეხვედრებს. ასევე 28 მაისს ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ფრანგ ჟილ სიმონს დაუპირისპირდება, ზუსტად რომელ საათზე დაიწყება თამაში, ჯერჯეორბით უცნობია.

რაც შეეხება ქალთა შორის, პირველივე დღეს სენსაცია დაფიქსირდა და შარშანელი როლან გაროსის გამარჯვებული ელენა ოსტაპენკი პირველსავე წრეში უკრაინელ კატერინა კოზლოვასთან 5:7.3:6 დამარცხა. ელენამ 48 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო უკრაინელმა მხოლოდ – 22. ეს იყო ოსტაპენკოს წაგების ერთ-ერთი მიზეზი.

ტურნირს ასევე ვინუს უილიამსი გამოეთიშა, რომელიც ჩინელ ვანგთან 4:6, 5:7 წააგო.

მსოფლიოს ნომერ მესამე ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინამაც ცუდად დაიწყო და პირველ სეტში ავსტრალიელ ალია ტომლიანოვიჩთან 1:5-ს აგებდა, თუმცა უკრაინელმა მოახერხა და ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და საბოლოოდ 7:5, 6:3 იმარჯვა.

0.147389