სხვა

12:31 | 27.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი გვილავა ნოდარ ბერიძეს შეხვდა

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს თბილისში დაბრუნდა ცნობილი ველოსპორტსმენი და ველომოგზაური ნოდარ ბერიძე, რომელმაც 2016 წლის 22 იანვარს დაიწყო მშვიდობისა და ტოლერანტობის ველოტური, სახელწოდებით "სპორტი მშვიდობისათვის" და მის ფარგლებში მოიცვა ევროპის, აზიისა და აფრიკის 50-ზე მეტი ქვეყნის 3500-ზე მეტი ქალაქი და დაბა. ნოდარ ბერიძე 850 დღე იმყოფებოდა ველოტურში და დაახლოებით 40 000 კმ დაფარა. ველოტური მოგზაურმა დამოუკიდებლობის 100 წელს და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიუძღვნა. ტურის მისიაა მშვიდობისა და ტოლერანტობის პროპაგანდა, სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება, ასევე, დიასპორებთან კავშირის გაღრმავება. ნოდარ ბერიძე ცნობილი ველოსპორტსმენის და მსოფლიო რეკორდსმენის ჯუმბერ ლეჟავას მოსწავლეა. სპორტსმენმა თბილისში დაბრუნების შემდეგ სწორედ მისი საფლავს მოინახულა, ხოლო 12:00 საათზე დაბრუნდა ველოტურის საწყის წერტილში - რუსთაველის მოედანზე, სადაც ის ფინიშთან მიაცილა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, აგრეთვე ველოსპორტის ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებმა და გულშემატკივრებმა. ზურაბ თალაკვაძე

0.171182