სხვა

21:00 | 26.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში სამტრედია და აჭარა გავიდნენ

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალში ხვალ ითამაშებენ სამტრედია და აჭარა. სამტრედიამ დამატებით დროში 33-25 მოუგო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს, ხოლო აჭარის გუნდმა ნახევარფინალში ფოთის ოქროს ვერძი დაამარცხა - 42-38.

პირველ ნახევარფინალში სამტრედიამ ბეწვის ხიდზე გაიარა. დასრულებამდე ათ წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, როდესაც ბათუმმა თითქოს გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა - 20-16, მაგრამ დასავლეთის რეგიონული პირველობის გამარჯვებული წარმატებით დაედევნა მეტოქეს და სირენამდე წუთნახევრით ადრე ხომერიკმა შვიდმეტრიანიდან გაათანაბრა ანგარიში - 23-23. დამატებით დროში სამტრედიამ თვიდანვე მოიპოვა უპირატესობა (27-24), საბოლოოდ 33-25 მოიგო, მარცხენა ინსაიდ ნიკოლოზ ძნელაძეს კი 15 გოლი დაუგროვდა.

დამატებით დროს თუ არ ჩავთვლით, თითქმის ორჯერ მეტი გოლი გავიდა მეორე ნახევარფინალში. აჭარამ პირველი ტაიმი 21-18 მოიგო, მეორის დასაწყისში კი უპირატესობა ხუთამდე გაზარდა. გამთამაშებელ ფანცულაიას მეთაურობით ფოთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩის ბოლომდე სხვაობა 2-3 ბურთი იყო, მაგრამ საბოლოოდ დუმბაძემ, შაინიძემ და გაბაიძემ მაინც მოაგებინეს აჭარის გუნდს - 42-38.

ხვალ სპორტკომპლექს არენაში თამაშები 12 საათიდანაა. ჯერ მე-5-8 ადგილები გათმაშდება, 14 საათსა და 40 წუთზე ბათუმი და ფოთი დაიწყებენ ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის, ხოლო 16 საათზე საჩემპიონო მატჩია.

ბოლო ორი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი, დიტო მარინაშვილის კომენტარით, შეგიძლიათ ნახოთ ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF/ და იუთუბის არხზე: https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი 2017-18

ფინალური ტურნირი. არენა 2

26 მაისი, ნახევარფინალი

1-4 ადგილები

სამტრედია BSB ბათუმი 33-25 (ძ. დ. 23-23)

სამ: შველიძე - ძნელაძე 15, ხომერიკი 6, ხელისუფალი 5, ადამია 3, თევზაძე 2, მანაგაძე 1, ქავზინაძე 1, ნადირაძე 2, აფრიდონიძე, დუნდუა - მწვ. ხელისუფალი, ქავზინაძე

ბათ: ვარშალომიძე, კაჭარავა, გოგიტიძე - კახიძე 9, თურმანიძე 5, კაკულია 4, მახაჭაძე 3, გორდელავა 3, ცხადაია 1, სტოლბოვი, ჭურკვეიძე, ანთიძე - მწვ. კაკულია, ბზეკალავა

მსაჯები: ნიკა კევლიშვილი - თამაზ კევლიშვილი

აჭარა - ფოთი 42-38

აჭ: ცინცაძე, თემ. ქამადაძე - დუმბაძე 13, შაინიძე 11, გაბაიძე 8, თორ. ქამადაძე 5, ზაქარაძე 4, ფარტენაძე 1, მარკოიძე, დავითაძე, გეიერი, ისმაილოვი, ტარიელიძე, აბულაძე - მწვ. სიხარულიძე, ურუშაძე

ფოთ: კეკუა, გოგოხია - ფანცულაია 10, პაჭკორია 8, დიდია 8, ცირდავა 5, გ. ბჟალავა 4, თ. ბჟალავა 3, სიორდია, მელიავა, მიმინოშვილი, ხურცილავა, გოგია, თუნთია - მწვ. ჭანტურია, ჟვანია

მსაჯები: ზურაბ აბრამიშვილი - ირაკლი გოგოლაძე

5-8 ადგილები

ყვარელი - თელავი 31-15

ყვ: გარსევანიშვილი, დათუაშვილი - ნაწილაშვილი 10, ძამაშვილი 6, ბაქრაძე 4, ბეუქლიშვილი 3, ღონიაშვილი 2, მამისაშვილი 2, ჭიღლაშვილი 2, ოსიაშვილი 2, ყანჩელიშვილი, მებაღიშვილი - მწვ. ღონიაშვილი, ხარებაშვილი

თელ: მანაგაძე, ილაშვილი - გოდელაშვილი 6, მირიანაშვილი 6, მაისურაძე 1, სტეფანიშვილი 1, იოსებაშვილი 1, დავითნიძე, ხოხობაშვილი, ჯაშიაშვილი, კოკოზაშვილი, ქევხიშვილი, გიგიტელაშვილი - მწვ. მამალაშვილი

მსაჯები: ნიკა კევლიშვილი - თამაზ კევლიშვილი

პეგასი - ქარიშხალა 35-23

პეგ: გორგოძიანი - ჟვანია 8, პატაშური 7, ჭანტურია 6, კოხრეიძე 5, კობახიძე 4, შუბითიძე 2, დგებუაძე 2, ჯერანაშვილი 1, ტაბატაძე, რეხვიაშვილი - მწვ. კალანდაძე, სახვაძება:

ქარ: ალიევი - გურასპაული 12, ცანავა 4, ჩაფიძე 3, ხაჟომია 3, მუკბანიანი 1, მჭედლური, ბეინაშვილი, კოკოლია, ვარადაშვილი, ბუთხუზი, თხილავა, კურტანიძე, - მწვ. მწვ. ქობელაშვილი, სამადაშვილი

მსაჯები: გელა გველესიანი - ირაკლი გოგოლაძე

27 მაისი, ფინალი

12:00 7-8 ადგილები. თელავი - ქარიშხალა

13:20 5-6 ადგილები. ყვარელი - პეგასი

14:40 3-4 ადგილები. BSB ბათუმი - ფოთი

16:00 1-2 ადგილები. სამტრედია - აჭარა

0.11426