ფეხბურთი

18:37 | 26.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

განგაშის გამო კიევში 5 მეტროსადგური დაიხურა

უკრაინის დედაქალაქ კიევში 5 მეტროსადგური დაიხურა, რადგან პოლიციაში განგაშის ზარი შევიდა ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ. სამართალდამცავებმა უმალვე ზომები მიიღეს და შედეგად მეტროსაგურები “დნიპრო”, “ლევობერეჟნაია, “არსენალნაია”, “ჰიდროპარკი” და “ჰეროევ დნეპრი” დაიხურა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ცრუ განგაში გახლდათ და ხუთივე მეტროსადგურმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.

შეგახსენებთ, რომ კიევში დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია “რეალსა” და “ლივერპულს” შორის.

0.105304