კალათბურთი

16:33 | 26.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჰიუსტონს" კრის პოლი ვერ დაეხმარება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეექვსე მატჩს “ჰიუსტონ როკეტსი” დიდი დანაკლისით ხვდება. კრის პოლი ოკლენდში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

33 წლის კალათბურთელმა მარჯვენა ფეხის კუნთი სერიის მეხუთე მატჩში დაიზიანა და ორ დღეში გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

შეგახსენებთ, “ჰიუსტონი” “გოლდენ სტეიტს” სერიაში 3:2 ამარცხებს, ხოლო მეექვსე მატჩი 27 მაისს, თბილისის დროით დილის 5 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112568