ფეხბურთი

15:35 | 26.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფინალი პრემიერლიგისთვის: "ასტონ ვილა" და "ფულჰემი"

დღეს ლონდონში, “უემბლიზე” მაგარი თამაშია ჩანიშნული: “ასტონ ვილა” – “ფულჰემი”. ეს მატჩი ჩემპიონშიფის ფინალის ეგიდით იმართება და გაგამრჯვებული გუნდი დამდეგ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშებს.

დრო იყო, ბირმინგემელებიც და ლონდონელებიც პრემიერლიგაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ, მაგრამ ახლა სხვა პერიოდი უდგათ.

“ასტონ ვილას” სტივ ბრიუსი წვრთნის და ჯონ ტერი ლიდერობსაქვ არიან რობერტ სნოდგრასი, მილე იედინაკი, ისლანდიელი ბიარნსონი, გლენ უელანი, კრისტოფერ სამბა.

“ფულჰემი”პრემიერლიგისკენ სლავისა იოკანოვიჩის ხელმძღვანელობით მიიწევს. სერბ ალექსანდრ მიტროვიჩს 12 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ უფრო გამორჩეულია 18 წლის მცველი რაიან სესენიონი, რომელსაც პრემიერლიგის გრანდებს უკავშირებენ. მის ანგარიშზე 16(!) გოლია. სხვათა შორის, სესენიონი ერთი წლის წინ, საქართველოში ინგლისის ნაკრებს ლიდერობდა ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე და სამი გოლის გატანა ჩვენს ქვეყანაშიც მოახერხა.

“ასტონ ვილამ” პლეი-ოფის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში “მიდლსბრო” დაამარცხა (1:0, 0:0), ხოლო “ფულჰემმა” “დერბი ქაუნთის” აჯობა (0:1, 2:0).

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის საგზურის მოპოვების გარდა, გამარჯვებული გუნდი ფინანსურადაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს პოზიციას და ბიუჯეტს 182 მილიონი ევროთი შეივსებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში...

“ასტონ ვილასა” და “ფულჰემის” მატჩი თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111375