იტალიური “ნაპოლის” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი მაურიციო სარი ლონდონის “ჩელსის” უახლოვდება. იტალიელ სპეციალისტმა კი “არისტოკრატებს” უკვე მოსთხოვა რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერი.
Tuttosport-ის ინფორმაციით, სარის სიაში პირველი გონსალო იგუაინია. ჯერჯერობით კონკრეტული დეტალები არ გაჟღერებულა, მაგრამ მაურიციოს თავის ყოფილ შეგირდთან მუშაობა ისევ სურს.
სარი იგუაინს 2015-2016 წლების სეზონში ავარჯიშებდა “ნაპოლიში” და მაშინ არგენტინელს კარიერაში საუკეთესო პერიოდ ჰქონდა – იტალიის ჩემპიონატში 36 გოლი გაიტანა.
ჯერჯერობით უცნობია ტურინის “იუვენტუსის” პასუხიც. შეგახსენებთ, ორი წლის წინ იგუაინი “იუვემ” 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.