ფეხბურთი

14:12 | 26.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებს რუს მანდილოსნებთან ურთიერთობა აეკრძალათ

ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას რუს ქალბატონებთან შეხვედრა აეკრძალათ. აღნიშნულის შესახებ “სუპერ არწივების” მთავარმა მწვრთნელმა გერნოტ რორმა განაცხადა.

“ფეხბურთელებს შეეძლებათ თავიანთ მეუღლეებსა და ოჯახის წევრებს შეხვდნენ. ყველას საკუთარი ოთახი ექნება გამოყოფილი. გარდა მატჩის წინა და მატჩის დღისა.

არ დავუშვებ, რომ ფეხბურთელებს ურთიერთობა ჰქონდეთ რუს გოგონებთან. გამონაკლისი მხოლოდ ჯონ ობი მიკელია, რომელსაც რუსი მეუღლე ჰყავს”, - განაცხადა რორმა.

შეგახსენებთ, ნიგერიის ნაკრები ხორვატიას (16 ივნისი), ისლანდიასა (22 ივნისი) და არგენტინას (26 ივნისი) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112921