ფეხბურთი

2:18 | 26.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობები ყველაზე ბოლოს შვეიცარიის ნაკრებმა დაასახელა. ვლადიმირ პეტკოვიჩი უკანასკნელი მწვრთნელი აღმოჩნდა 32 სპეციალისტიდან, რომელმაც საკუთარი გუნდის კონტიგენტი შეარჩია.

ბოსნიელმა გაფართოებულ შემადგენლობაში 26 ფეხბურთელს უხმო და მათგან სამს მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა მოუწევს დარჩენა. ეს ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა, იქამდე კი ცნობილია, რომ შვეიცარიის ნაკრების განაცხადში არ იქნებიან გამოცდილი თავდამსხმელები, ერენ დერდიოკი და ადმირ მეჰმედი.

სხვა მხრივ, პეტკოვიჩის რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები: რომან ბიურკი (დორტმუნდი, გერმანია), გრეგუა კობელი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ივონ მვოგო (ლაიფციგი, გერმანია), იან სომერი (გლადბახი, გერმანია)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი, გერმანია), იოჰან ჯურუ (ანტალიასფორი, თურქეთი), ნიკო ელვედი (გლადბახი, გერმანია), მიხაელ ლანგი (ბაზელი), სტეფან ლიხშტაინერი (იუვენტუსი, იტალია), ფრანსუა მობუნაჯე (ტულუზა, საფრანგეთი), რიკარდო როდრიგესი (მილანი, იტალია), ფაბიან შარი (დეპორტივო, ესპანეთი), სილვან ვიდმერი (უდინეზე, იტალია)

ნახევარმცველები: ვალონ ბეჰრამი (უდინეზე, იტალია), ბლერიმ ჯემაილი (ბოლონია, იტალია), ედიმილსონ ფერნანდესი (ვესტ ჰემი, ინგლისი), ჟელსონ ფერნანდესი (აინტრახტი, გერმანია), რემო ფროილერი (ატალანტა, იტალია), შერდან შაქირი (სტოკ სიტი, ინგლისი), გრანიტ ჯაკა (არსენალი, ინგლისი), დენის ზაკარია (გლადბახი, გერმანია)

თავდამსხმელები: იოსიპ დრმიჩი (გლადბახი, გერმანია), ბრილ ემბოლო (შალკე, გერმანია), მარიო გავრანოვიჩი (დინამო, ხორვატია), ჰარის სეფეროვიჩი (ბენფიკა, ბელგია), სტივენ ზუბერი (ჰოფენჰაიმი, გერმანია)

შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიას (17 ივნისი), სერბეთსა (22 ივნისი) და კოსტა-რიკას (27 ივნისი) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114341