სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

3:30 | 26.05.2018 | ნანახია 3301 - ჯერ

ფინალის წინ: ჩამოაგდებენ "რეალს" ტახტიდან?!

დღეს, საკლუბო ფეხბურთის 2017-2018 წლების სეზონი დასრულდება. კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე სეზონის მთავარი მატჩია: ჩემპიონთა ლიგის ფინალი, “რეალი” – “ლივერპული”.

“სამეფო კლუბი” ზედიზედ მესამედ გაიწევს ევროპაში საუკეთესოს სახელის მოსაპოვებლად, ხოლო “ლივერპულს” შანსი აქვს 13-წლიანი პაუზის შემდეგ აღმართოს ყველაზე პრესტიჟული თასი. საერთოდაც, 2006 წლიდან მოყოლებული, “წითლებს” ერთადერთი ტიტული აქვთ მოგებული (2012 წელს, ინგლისის ლიგის თასი) და ბუნებრივია, მათთვის მეტად მნიშვნელოვანი მატჩია. თავის მხრივ, “რეალისთვის” ეს თამაში შანსია, ისტორიაში კიდევ უფრო ღრმად ჩაეწეროს და გახდეს პირველი გუნდი, რომელსაც მიჯრით სამჯერ ექნება ჩემპიონთა ლიგა მოგებული. გარდა ამისა, ზინედინ ზიდანის გუნდისთვის ეს ფინალი არცთუ წარმატებული სეზონის გადამრჩენი იქნება, რადგან ესპანეთში მადრიდელებს მოსისხლე მტერმა, “ბარსელონამ” ორივეგან აჯობა, ლა ლიგაშიც და სამეფო თასზე.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ, კრიშტიანუ რონალდუსა და მოჰამედ სალაჰის დუელი. პორტუგალიელს 15 გოლი აქვს ლიგაზე მიმდინარე სეზონში გატანილი და ბუნებრივია, ეცდება უგოლო ნახევარფინალის შემდეგ მეტოქე ისევ დაამწუხროს. თავის მხრივ, სალაჰმა გასაოცარი სეზონი ჩაატარა და ბევრის აზრით, თუ დღეს ინგლისელები იჩემპიონებენ, წლის ბოლოს ეგვიპტელი “ოქროს ბურთსაც” მოიგებს. გარდა ამისა, დიდებულად გამოიყურება იურგენ კლოპის შეტევის ხაზი – “წითლებს” თუ საკვალიფიკაციო ეტაპსაც გავითვალისწინებთ, 46 გოლი აქვთ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გატანილი და ეს რეკორდია. ჯგუფური ეტაპიდან 40 გოლი და ესეც სარეკორდო შედეგია ისტორიაში.

ბოლო ხუთი მატჩიდან “ლივერპულს” ორი გამარჯვება აქვს მხოლოდ მოპოვებული (2 წაგება, 1 ფრე) და საერთოდ, “ბითლომანებს” 13 მაისის შემდეგ, როდესაც “ბრაიტონი” (4:0) დაამარცხეს, შეხვედრა არ ჩაუტარებიათ. “რეალმა” კი უკანასკნელად ერთი კვირის წინ 19 მაისს ითამაშა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტონუსში უფრო იმყოფება. ზიდანის ბიჭებმა ბოლო 5 თამაშიდან ერთადერთხელ მოიგეს, 12 მაისს, “სელტასთან” 5:0. ერთხელაც წააგეს და სამჯერ ფრეს დასჯერდნენ. მათ შორის, “ბაიერნთან” და “ბარსელონასთან” – ორივე შემთხვევაში, 2:2.

“ლივერპული” და “რეალი” ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველად ეს 1981 წელს მოხდა. პარიზში, ის იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც “სამეფო კლუბმა” ფინალი ვერ მოიგო და თასი “ლივერპულს” დარჩა, რომელმაც ალან კენედის კინკილა გოლით იჩემპიონა.

ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “ფეხბურთი მარტივია. არსებობს ორი გუნდი და უნდა გესმოდეს, რომ მეტოქე უნდა დაამარცხო და გააკონტროლო. როდესაც ბურთი გაქვს, უნდა სცადო საკუთარ სტილში თამაში. ჩვენ ფავორიტები არ ვართ, რადგან ფინალში ფავორიტები არ არსებობენ. შანსი თანაბარია: 50%-50%. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ფინალში კიდევ ერთხელ ვითამაშებთ”.

იურგენ კლოპი (“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი): “ჩემპიონთა ლიგის ფინალი მნიშვნელოვანია. როგორც მწვრთნელმა, ბევრ საკითხზე უნდა იფიქრო, მოამზადო გუნდი ვარჯიშებზე იდეალურად, მაგრამ განსაკუთრებით, შეინარჩუნო სიმშვიდე. გამოცდილება ასეთ მატჩებში ძალიან მნიშვნელოვანია და “რეალს” ეს ჩვენზე მეტი აქვს, მაგრამ ყველაფერი მოედანზე უნდა გაირკვეს. “ლივერპულს” გამარჯვებები სისხლში აქვს და ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ “ლივერპული” ვართ”.

სავარაუდო შემადგენლობები:

კიევი, “ოლიმპიური სტადიონი”

26 მაისი, 22:45 საათი

“რეალი” (4-4-2): ნავასი; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო; რონალდუ, ბეილი

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, ლოვრენი, რობერტსონი; ჰენდერსონი, მილნერი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

ურთიერთშეხვედრები

“ლივერპული” და “რეალი” ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ შეხვედრილან. სამჯერ ინგლისელებმა მოიგეს, ორჯერ – ესპანელებმა. აღსანიშნავია, რომ “წითლებმა” პირველი სამი მატჩის მოგება მოახერხეს, ხოლო მადრიდელებმა უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში მიაღწიეს წარმატებას.

ბოლოს ამ გუნდების გზა 2014-2015 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. 2014 წლის 22 ოქტომბერს, “ენფილდზე” სტუმრებმა ქარიმ ბენზემას დუბლითა და კრიშტიანუ რონალდუს გოლით 3:0 მოიგეს.

“ლივერპული”: მინიოლე, ჯონსონი, ლოვრენი, შკრტელი, მორენო, ჯერარდი, ჰენდერსონი (ემრე ჯანი 67), ალენი, სტერლინგი, კოუტინიო (მარკოვიჩი 68), ბალოტელი (ლალანა 46)

“რეალი”: კასილიასი, არბელოა, ვარანი, პეპე, მარსელო (ნაჩო 85), მოდრიჩი, კროოსი (ილიარამენდი 81), ისკო, ხამესი, ბენზემა, რონალდუ (ხედირა 75)

ორი კვირის შემდეგ მადრიდში, გამარჯვება ისევ “რეალს” დარჩა, მაგრამ მოკრძალებული ანგარიშით – 1:0. გოლი კვლავაც ბენზემამ გაიტანა.

2014 წლის 4 ნოემბერს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“რეალი”: კასილიასი, არბელოა (ნაჩო 83), ვარანი, რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, ისკო, ხამესი (ბეილი 62), ბენზემა (ჩიჩარიტო 87), რონალდუ

“ლივერპული”: მინიოლე, მანკილო, შკრტელი, ტურე, მორენო, ლუკას ლეივა (ჯერარდი 69), ემრე ჯანი (კოუტინიო 75), ალენი, ლალანა, მარკოვიჩი (სტერლინგი 69), ბორინი

მანამდე იყო ორი მატჩი, 2008-2009 წლების სეზონში. ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, ოღონდ მერვედფინალში და მაშინ ინგლისელებმა ძალზე ადვილად მიაღწიეს წარმატებას. ორი მატჩის ჯამში – 5:0. რაფაელ ბენიტესის გუნდმა ესპანეთში პირველი მატჩი იოსი ბენაიუნის ერთადერთი გოლით მოიგო.

2009 წლის 25 თებერვალს მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ:

“რეალი”: კასილიასი, რამოსი, პეპე, კანავარო, ჰაინცე, რობენი, გაგო, დიარა, მარსელო (გუტი 46), იგუაინი, რაული

“ლივერპული”: რეინა, არბელოა, შკრტელი, კარაგერი, აურელიო, ბენაიუნი, ალონსო, მასკერანო, რიერა (ჯერარდი 88), ტორესი (ბაბელი 62), კუიტი (ლუკას ლეივა 90)

საპასუხო შეხვედრაში კი “რეალს” შავი დღე გაუთენდა და 0:4 განადგურდა. დუბლი გაიფორმა სტივენ ჯერარდმა, ფერნანდო ტორესმა და ანდრეა დოსენამ თითოჯერ დაამწუხრეს მეტოქე.

2009 წლის 10 მარტს გუნდებმა “ენფილდზე” შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ლივერპული”: რეინა, არბელოა, შკრტელი, კარაგერი, აურელიო, მასკერანო, ალონსო (ლუკას ლეივა 60), ჯერარდი (სპირინგი 73), ბაბელი, კუიტი, ტორესი (დოსენა 84)

“რეალი”: კასილიასი, რამოსი, პეპე, კანავარო (ვან დერ ვაარტი 64), ჰაინცე, დიარა, გაგო (გუტი 77), სნეიდერი, რობენი (მარსელო 46), რაული, იგუაინი

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი კი 1981 წლით თარიღდება. ჩემპიონთა თასის ფინალი პარიზში, “პარკ დე პრენსზე” ბობ პეისლის გუნდმა ალან კენედის 81-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ლივერპული”: კლემენსი, ნილი, ტომპსონი, ჰანსენი, ა. კენედი, რ. კენედი, ლი, მაკდერმოტი, საუნესი, ჯონსონი, დალგლიში (კეისი 85)

“რეალი”: აგუსტინი, გარსია კორტესი (პინედა 85), კამაჩო, შტილიკე, საბიდო, დელ ბოსკე, ხუანიტო, ანხელი, სანტილიანა, გარსია ნავახასი, კანინგემი

ფინალი

“რეალი”

“რეალს” 12-ჯერ აქვს მოგებული ფინალი (რეკორდი) და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. 1962 წელს “ბენფიკასთან” (3:5), 1964 წელს “ინტერთან” (1:3) და 1981 წელს “ლივერპულთან” (0:1). “სამეფო კლუბს” მიჯრით 6 ფინალი აქვს მოგებული და როგორც ხედავთ, ბოლოს სწორედ “მერსისაიდელებთან” წააგო.

“რეალი” გასულ სეზონში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ტიტული შეინარჩუნა.

კრიშტიანუ რონალდუ კი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც სამ სხვადასხვა ფინალში გაუტანია (2008, 2014 და 2017 წლებში).

სერხიო რამოსს კი ორ ფინალში აქვს გატანილი (2014, 2016 წლებში). ასეთი შედეგი მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს აქვს: რაული (2000, 2002), სამუელ ეტო’ო (2006, 2009), ლიონელ მესი (2009, 2011), მარიო მანჯუკიჩი (2013, 2017) და სერხიო რამოსი (2014, 2016).

რამოსს, რონალდუს, ბეილს, მოდრიჩს, ბენზემას, კარვახალს, მარსელოსა და ისკოს შანსი აქვთ “რეალთან” ერთად მეოთხედ მოიგონ ჩემპიონთა ლიგა.

“რეალი” პირველი გუნდია 1998 წლის შემდეგ, რომელიც ზედიზედ მესამე ფინალს ითამაშებს. მაშინ, “იუვენტუსმა” მოახერხა იგივე (1996-1998 წლებში), მაგრამ ტურინელებმა სამიდან მხოლოდ ერთი ფინალი მოიგეს.

“ლივერპული”

“ლივერპულს” აქამდე ფინალში შვიდჯერ უთამაშია და ხუთი მოიგო. “წითლებმა” ბოლოს ამის გაკეთება 2005 წელს, “მილანთან” დაუვიწყარ ფინალში მოახერხეს. იმავე “მილანთან” კი 2007 წელს ფინალი 1:2 წააგო და მას შემდეგ პირველად ითამაშებს გადამწყვეტ მატჩში. გარდა ამისა, “ლივერპულს” მეორე ფინალი ასევე იტალიურ გუნდთან აქვს წაგებული – 1985 წელს, “იუვენტუსთან”.

საინტერესოა, რომ “ლივერპულის” არცერთ ფეხბურთელს “რეალის” მოთამაშეებისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში არასდროს უთამაშიათ.

“ლივერპული” ორი წლის წინ ევროპა ლიგის ფინალში იყო, მაგრამ ბაზელში “სევილიასთან” 1:3 წააგო და უტიტულოდ დარჩა.

“წითლებმა” 2001 წელს, უეფას თასის ფინალში ესპანური გუნდის წინააღმდეგ იმარჯვეს. “ალავესთან” 5:4. ფინალებში ესპანურ გუნდებთან ინგლისელთა ბალანსი საერთო ჯამში დადებითია: 2 მოგება, 1 წაგება.

სტატისტიკა

“რეალი”

“რეალს” კიევში 4-ჯერ უთამაშია და ოთხჯერვე ჩემპიონთა ლიგაზე, “დინამოს” წინააღმდეგ. ბოლო ორი სტუმრობა უკრაინის დედაქალაქში მშვიდობიანდ დასრულდა (ფრე 2:2). 1998-1999 წლების სეზონში “ბლანკოსმა” 0:2 წააგო, ხოლო იმავე სეზონში მეორედ ჩავიდა კიევში და 2:1 გაიმარჯვა ფერნანდო მორიენტესისა და რაულის გოლებით.

მიმდინარე სეზონი “რეალმა” ინგლისური გუნდის ძლევით დაიწყო, როდესაც სკოპიეში “მანჩესტერი” 2:1 დაამარცხა და ევროპის სუპერთასს დაეუფლა.

ზინედინ ზიდანის გუნდს ჩემპიონტა ლიგის ზედიზედ 29 მატჩში გოლი გააქვს. ბოლოს ამის გაკეთება 2016 წელს, ნახევარფინალში “მანჩესტერ სიტისთან” ვერ შეძლო (0:0).

“რეალის” ბალანსი ინგლისურ გუნდებთან: 15 მოგება, 11 ფრე, 11 წაგება, 52:43 ბურთების შეფარდება.

“რეალის” ბალანსი მიმდინარე სეზონში: 8 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, 30:15 ბურთების ბალანსი. “სამეფო კლუბმა” ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ სამჯერ შეინახა კარი მშრალად.

ზიდანის გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა 13 ქულით, ხოლო პლეი-ოფში პსჟ (5:2 ორი მატჩის ჯამში), “იუვენტუსი” (4:3) და “ბაიერნი” (4:3) დაამარცხა.

“რეალი” პენალტების სერიაში: 2 მოგება, 2 წაგება

“ლივერპული”

“ლივერპულის” ბალანსი კიევში: 1 მოგება, 1 ფრე, 3:2 ბურთების ბალანსი. “წითლებმა” 2006-2007 წლების სეზონში უკრაინის დედაქალაში “მაკაბისთან” ფრე 1:1 ითამაშეს, ხოლო 2001-2002 წლების სეზონში დენი მერფისა და სტივენ ჯერარდის გოლებით 2:1 მოიგეს.

“ლივერპულს” მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე უკვე მოუწია ესპანურ გუნდთან თამაში. “სევილიასთან” შინ 2:2, სტუმრად – 3:3.

2015-2016 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე “ვილიარეალთან” გამარჯვება (3:0) არის ერთადერთი ბოლო 7 მატჩიდან ესპანურ გუნდებთან (2 ფრე, 4 წაგება). მათ შორისაა, მარცხი “სევილიასთან” ორი წლის წინ ევროპა ლიგის ფინალში.

საერთო ჯამში “ლივერპულის” ბალანსი ესპანურ გუნდებთან ასეთია: 14 მოგება, 12 ფრე, 11 წაგება, 46:38 ბურთების შეფარდება.

“ლივერპულმა” ჯგუფურ ეტაპზე 12 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო შემდეგ პლეი-ოფში “პორტუ” (5:0 ორი მატჩის ჯამში), “სიტი” (5:1) და “რომა” (7:6) დაამარცხა. სხვათა შორის, რომში განცდილი მარცხი “წითლებისთვის” მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთია.

“ლივერპული” პენალტების სერიაში: 3 მოგება, 1 წაგება

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

იურგენ კლოპს “რეალის” წინააღმდეგ 4-ჯერ უთამაშია. 2012-2013 წლების სეზონში ნახევარფინალში მისმა “დორტმუნდმა” გაიმარჯვა (4:1, 0:2), ხოლო ერთი წლის შემდეგ მეოთხედფინალაში “რეალი” უფრო ძლიერი აღმოჩნდა (3:0, 0:2).

სერხიო რამოსს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ერთხელ უკვე აღუმართავს თასი. 2012 წელს, როდესაც ესპანეთმა იტალია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქარიმ ბენზემა იმავე ევროპის ჩემპიონატზე ამ სტადიონზე შვედეთის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში.

ლუკა მოდრიჩმა და დეიან ლოვრენმა 2017 წელს უკრაინის წინააღმდეგ ითამაშეს კიევში.

ტონი კროოსმა 2011 წელს, გერმანიის ნაკრებში თავისი მეორე გოლი სწორედ უკრაინის დედაქალაქში გაიტანა.

ნაჩომ და ისკომ უკრაინა – ესპანეთის მატჩში ითამაშეს ამ სტადიონზე 2015 წელს.

მოჰამედ სალაჰს კიევში “ფიორენტინას” მაისურით აქვს გოლი გატანილი.

ჯორდან ჰენდერსონი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ევრო 2012-ზე მეოთხედფინალში იტალიასთან ცვლილებაზე შევიდა. ალექს-ოქლსეიდ ჩემბერლენი კი თადარიგში დარჩა.

იმავე ტურნირზე ჯეიმს მილნერმა და ჩემბერლენმა შვედეთი 3:2 დაამარცხეს კიევში, ხოლო ჰენდერსონს არ უთამაშია.

კრიშტიანუ რონალდუს “მანჩესტერის” რიგებში “ლივერპულის” წინააღმდეგ 9-ჯერ უთამაშია და 2 გოლი გაიტანა (5 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება).

ლუკა მოდრიჩს “ტოტენჰემის” მაისურით “ლივერპულთან” რვაჯერ უთამაშია და ერთი გოლიც გაუტანა (პენალტით) 2011 წლის მაისში (5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება).

გარეთ ბეილმა კი იმავე “ტოტენჰემის” რიგებში “წითლებს” 9 მატჩში ოდენ ერთი გოლი გაიტანა 2012 წლის ნოემბერში (4 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება).

მორენოს “რეალის” წინააღმდეგ სამჯერ უთამაშია, როდესაც “სევილიას” ღირსებას იცავდა (1 მოგება, 2 წაგება).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

მარსელო, კაზემირო და რობერტო ფირმინო (ბრაზილია)

ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი და დეიან ლოვრენი (ხორვატია)

სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, ნაჩო, მარკო ასენსიო, ისკო, ლუკას ვასკესი და ალბერტო მორენო (ესპანეთი)

ტონი კროოსი და ემრე ჯანი (გერმანია)

გარეთ ბეილი და ბენ ვუდბერნი (უელსი)

ფაქტები

“რეალი”

კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე 152 მატჩი აქვს ჩატარებული და ჩავი ერნანდესს გადაასწრო. პორტუგალიელი ახლა მხოლოდ იკერ კასილიასს ჩამორჩება (167 მატჩი).

რონალდუმ 15 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში და მეორე ადგილზე მყოფ მოთამაშეს 5 გოლით უსწრებს. 33-ჯერ დაარტყა კარის ჩარჩოში, 33-ჯერ კი კარის მიმართულებით არაზუსტად.

მარსელომ გოლის გატანა მოახერხა მერვედფინალში, მეოთხედფინალში და ნახევარფინალშიც.

ლუკა ზიდანის დებიუტი “რეალში” ლა ლიგის ბოლო ტურში “ვილიარეალთან” შედგა (2:2).

“სამეფო კლუბს” ბოლო 11 მატჩიდან საკუთარი კარ მშრალად ერთხელ აქვს შენახული ყველა ტურნირის ჩათვლით.

ნაჩო მოედანზე 31 მარტის შემდეგ არ გასულა, ხოლო დანი კარვახალი მოედანს 19 მაისს დაუბრუნდა.

“ლივერპული”

“ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგაზე მეასე შეხვედრა რომში, ნახევარფინალური დაპირისპირებისას ჩაატარა.

“ლივერპულს” ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული – 40. მომო სალაჰმა, რობერტო ფირმინომ 10-10 გოლი შეაგდეს, ხოლო სადიო მანემ – 9.

ჯეიმს მილნერმა საგოლე პასების მხრივ რეკორდი დაამყარა. ინგლისელის აქტივში 9 ასისტია სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე (მიმდინარე სეზონში).

“ლივერპულმა” პრემიერლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.

“ლივერპულს” ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 29 მატჩიდან მხოლოდ 5 თამაშში არ გაუტანია გოლი.

იურგენ კლოპის გუნდმა ბოლო 19 შეხვედრიდან 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირის ჩათვლით 44 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში. რეკორდი იან რაშს ეკუთვნის, რომელმაც 1983-1984 წლების სეზონში 47-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები.

13 მაისს, სალაჰს პრემიერლიგის საუკეთესოს ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა.

Loading...

კომენტარები (37)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:47 | 27.05.2018
kelbo (7270)

ბეილს და ბენზემას მოაწყობიეს ბენეფისი ლიგის ფინალში
საით მიდის ფეხბურთი...

01:45 | 27.05.2018
kelbo (7270)

ბაიერნის ფანებს რასაც ვეუბნებოდი ნახევარფინალის მერე ის უნდა ვუთხრა ლივერპულის ფანებსაც:
თქვენ ბიძია თუ არ გინდოდათ მოგება რას გვანერვიულებდით???


პ.ს. ოღონდ იქ თავდასხმამ "ივაჟკაცა" და აქ მეკარემ

01:39 | 27.05.2018
mjgiri (3973)

რონალდუმ მივდივარო...
სალაჰის ტრავმისას მორჩა თამაში.შემდეგ კარიუსის კლოუნადა დაიწყო,როგორც ადამიანი შემეცოდა,მაგრამ ტოპ-კლუბში არაფერი ესაქმება.მანე ეცადა,მაგრამ მარტომ ვერაფერს გახდა.

01:18 | 27.05.2018
sabonis (8771)

ახალი სადღეგრძელო ლუდით"იმ ქართველს გაუმარჯოს ვისაც სჯერა ზაზამ ძალით დაამტვრია კავაი და არ სჯერა, რომ რამოსმა ძალით დაამტვრია სალაჰი" მე ვიცნობ ასეთებს სამწუხაროდ.D

01:44 | 27.05.2018
kelbo (7270)

ისეთებს თუ იცნობ არცერთის რომ არ ჯერათ?

08:20 | 27.05.2018
sabonis (8771)

კი ბატონო მასეთი პოზიცია ნორმალურია და გასაგები, მე იმათი არ მესმის ზაზაზე უფრო რამოსის რო სჯერათ.დდ

01:26 | 27.05.2018
naiki (4839)

დამტვრევაა კოჭს რომ დაუმტვრევ მუხლში რომ ჩაარტყავ და დაუმტვრევ, წვივის ძვალს რომ გაუტეხავ - აი ხელი რომ დაუჭირა რამოსმა ზუსტად იცოდა რომ სალაHი ვეღარ ითამაშებდა? - კარგით რა მართლა

01:46 | 27.05.2018
kelbo (7270)

თუ კარგად დააკვირდები სალაჰს ეჭირა რამოსის ხელი ბოლოს

08:22 | 27.05.2018
sabonis (8771)

დაჭერა არაა მარტო მერე ამოტრიალებულ ხელზე დააწვა ბოლომდე.

00:53 | 27.05.2018
gogssi (3596)

საღოლ რეალს ვულოცავ. ლივერპლი შემეცოდა ასე წაგებას არ იმსახურებდა.

00:49 | 27.05.2018
valeri8848 (1915)

სერხიო რამოსს ეგვიპტეში მოგზაურობა აეკრძალა

00:45 | 27.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

კლოპს მე მგონი სათვალეების ზომა შეცდომით აქვს, კარიუს ვაბშე ვერ ხედავს

00:32 | 27.05.2018
In vino veritas (2105)

კარიუში გაუშვით ვინმემ ლუქსემბურგის ჩემპიონატში, რა უნდა მაგას ლიგის ფინალზე

00:35 | 27.05.2018
stoikovich (5823)

ასეთი თამაშით იქაც არავინ გააჩერებს

00:31 | 27.05.2018
In vino veritas (2105)

სალაჰის მაგივრად კარიუშს რომ მიეღო ტრამვა, მოიგებდა ლივერი

00:29 | 27.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

კარიუსი ლივერპულის სირცხვილია...)

00:06 | 27.05.2018
In vino veritas (2105)

კარიუშ 10 სეივი რომ გააკეთო მაინც დებილი ხარ

00:01 | 27.05.2018
grinchi (3068)

ეგეთს ლომაიაც არ აკეთებდა

00:00 | 27.05.2018
In vino veritas (2105)

მანეეეეეეე

23:59 | 26.05.2018
In vino veritas (2105)

აუ რა დებილია, ვიცოდი დებილი რომ იყო, მაგრამ ასეთი

23:56 | 26.05.2018
grinchi (3068)

აქ დამთავრდა ამ მეკარის კარიერა

23:48 | 26.05.2018
Qpeity (25)

აქ ადრე ვიღაცამ იხუმრა, ღმერთი მაგარი მადრიდისტააო… ხან მსაჯი ეხმარება, ხან ღმერთი, ხან მეტოქე გუნდი… მოკლედ, მე ის მიკვირს ამ მილიონებს რომ ხარჯავენ ტრანსფერებზე, რა აზრი აქვს, მაგათ იმისთანა ძალები მფარველობენ, გუნდში მოკრივეები რომ ათამაშონ მაინც მოიგებენ.

02:14 | 27.05.2018
O. Mertskhali (3331)

+
თუმცა, 'კაკრას' მოკრივეები არ უნდა ათამაშონ, რადგან რეალი ტეხნარების გუნდია )

23:41 | 26.05.2018
Erovnuli-Nakrebi (8953)

რუსბეს გაუმათლათ. არ მგონია ძალით გაკეთებია

23:30 | 26.05.2018
grinchi (3068)

1:1 ძირითადი. პენალტებში იგებს ლივერპული 4:3. 10000000%

23:41 | 26.05.2018
Erovnuli-Nakrebi (8953)

წინასწარ თუ იტყვი, რა აზრი აქვს მერე ყურებას?

23:50 | 26.05.2018
grinchi (3068)

სალაჰმა დარეკა. რომ არ მეთქვა არ შეიძლებოდა

23:27 | 26.05.2018
dinamo222 (4637)

ისე რა გახარებულები იქნებიან ეხლა რუსები ! გაზპრომი ალბათ რამოსს 4-5 მილიონს უფეშქაშებს ! პატარა ამმბავი ხომ არაა ყველაზე საშიში მეტოქე ჩამოაცილა რუსებს !

23:40 | 26.05.2018
Erovnuli-Nakrebi (8953)

23:25 | 26.05.2018
dinamo222 (4637)

რამოსის ნაბ...დდშ @@

23:16 | 26.05.2018
BEERTRANCE (97819)

საწყენია სალათის ტრავმა

23:16 | 26.05.2018
In vino veritas (2105)

საღოლ რამოს, ხელი მოსტეხა ყველაზე საშიშ მეტოქეს. თქვენი მსაჯები და თქვენი ფეხბურთი

23:20 | 26.05.2018
stoikovich (5823)

მსაჯები და რეალი ხო ცალკე თემაა, რამოსი რო კაპიტანი გეყოლება იმ ბალერინების დედებს ვტენე მე

21:55 | 26.05.2018
mjgiri (3973)

დამთავრდა ეგ თამაში,წაგებული აქ რეალს

21:42 | 26.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ჩემი აზრით ფინალში პროგნოზი მარჩიელობაა, უნდა დაჯდე და ყურებით ისიამოვნო. ნუ სიმპატია ვისი ვისკენ იხრება ეგ გემოვნების საკითხია, გემოვნებაზე არ დაობენ. პირადათ მე რეალი მომწონს.

20:49 | 26.05.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

ვინც ამბობთ, რა უნდა დააკლოს ლივერპულმა რეალს, მადრიდელებს ბევრად ძლიერი შემადგენლობა ჰყავთო, მიდით აბა დადეთ "ბლანკოსის მოგებაზე ბელტივით 2,3 კუში აქვს. მე მეგონა მაქსიმუმ 2 ექნებოდა.

02:06 | 27.05.2018
O. Mertskhali (3331)

დავდევი და მოვიგე კიდეც ბელტივით თანხა - ეგ კი არა, ფორით მოგებაზე ვდებდი, მარა ვისთან ერთდაც ვდებდი, იმან გადამაფიქრებინა

19:50 | 26.05.2018
gogssi (3596)

რეაალია ფავორიტი, უნდა მოიგოს ეგ თემაა. აი ესაა მადრიდელების სუსტი წერტილი. აქმდე ისე მიდიოდნენ ყველგან თითქოს მეორე ნომრები იყვნენ და კი გადახსნეს ყველა შუაზე ფავორიტი. ახლა ნააბაროტაა. ლივერპულმა რაც ქნა უკვე გმირობაა, ვერავინ დაძრახავს თუ რეალი მოუგებთ, ხოლო რეალმა თავის მხრივ უნდა მოიგოს. ამით თU გადაარჩენენ სეზონს

21:14 | 26.05.2018
maestro10 (13115)

Meored ara mesame nomrad

18:02 | 26.05.2018
mjgiri (3973)

ალბათ 4-3-3ითამაშებს რეალი და ბეილი ძირითადში იქნება.4-4-2 მაღლა მოთამაშე დაცვის ფლანგებით თვითმკვლელობაა.თან რომბი ცენტრში მაინც ვიწროა და ლივერპულის პრესინგთან გამკვლავება გაუჭირდება.
სალაჰი-მარსელოს პერსონალურ დუელს რაც შეეხება,ბრაზილიელი ძლიერი არაა დაცვაში მაგრამ დაზღვევაზე რამოსი ეყოლება,რომელსაც მესისთან დაპირისპირების დიდი გამოცდილება აქვს(ხშირად წარმატებულიც).
ალბათ მაინც ლივერპულის მთავარი გათვლა იქნება სწრაფ გოლზე,ან ჩაატარებენ ფეთქებად მონაკვეღს 15-35/40 წუთის ფარგლებშიი საიდანაც შეეცდებიან მაქსიმუმი გამოიტანონ.

19:46 | 26.05.2018
gogssi (3596)

40 წუტი თუ ლივერპული დააჯდა რეალს კარგათ ექნებათ საქმე

20:04 | 26.05.2018
mjgiri (3973)

არა მე-15დან 35-ტე წუთამდე, ან ცოტა მეტი

16:05 | 26.05.2018
gocha1991 (58)

Didi pativcemis miyxedavad rogorc gundis aseve gulshematkivrebisa.reali moigebs am tamashs

15:56 | 26.05.2018
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1265)

4:1 აკვნესებს დღეს რეალი ლივერს )))

14:52 | 26.05.2018
mjgiri (3973)

არის რისკი,რომ სალაჰი ითამაშებს ცუდათ და შესაბამისად რეალი მოიგებს. მიზეზი კი რამადანია,თუ დაიცავს რამადანს სალაგი მთელი დღე უჭმელ-უსმელი იქნება თუ არ დაიცავს შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს(მუსულმანები თავისებური ხალხია,ძაან გუნუვითარებული და ფანატიკოსი)ასე რომ დღეს გამოჩნდება რამდენად ადეკვატურია სალაჰი

18:49 | 26.05.2018
tomasz (1526)

რამადანს იცავდნენ მარბელაშიც და ინგლისშიც მარა ფინალის წინ და ფინალის დღეს დაარღვევენო

19:12 | 26.05.2018
mjgiri (3973)

მერე იფიქრებს ალაჰი დამსჯისო და...

15:47 | 26.05.2018
sabonis (8771)

შიმშილი არაფერია, ემანდ შახიდის ქამრით არ შევარდეს რეალის საჯარიმოში.დდდდ

15:31 | 26.05.2018
stoikovich (5823)

სალაჰი კი არა მანეც იქაჩება უნდა ვიშიმშილოოDDD რა ვიცი , იმედია მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერიDDDD

14:42 | 26.05.2018
valeri8848 (1915)

კლოპი და ლივერი მოიგებენ 3-1 ყოველთვის მსაჯი ხომ არ დაეხმარება რეალს თან ლივერს უფრო მეტი მოტივაცია აქვს

13:26 | 26.05.2018
PAULINO (2649)

შემადგენლობით რეალი ჯობია თან აშკარად, ფავორიტიც არის. მაგრამ წელს ლიგაზე წყვილებში, აუტსაიდერი უფრო იგებდა ვიდრე ფავორიტი და ვნახოთ რა იქნება.

11:21 | 26.05.2018
sabonis (8771)

სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ აშკარად ლივერის უპირატესობაა.

11:17 | 26.05.2018
stoikovich (5823)

წელს ოქროს ბურთს ვერანაირად გადაწყვეტს ლიგა, დაველოდოთ მსოფლიოს ჩემპიონატს.

10:15 | 26.05.2018
centurioni (375)

რეალი რო მოიგებს იასნა მარა რა ანგარიშით და ძირითადში მოახერხევბს თუ არა საინტერესოა აბა შემადგენლობები ავიღოთ მარტო რამოსი მარსელო ამათ ვინ შეედრება ლივედან ან ნახევარ დაცვა ხო საერთოდ კაზე კროსი მოდრიჩი და რამხელა რესურია ასევე სკამზე კოვაჩიჩი ვასკეცი ასენსიო რეალი-ლივერპული 3-0 მორცება

07:27 | 26.05.2018
გ.ი.გ.ზ.ი. (4181)

ზედიზედ მესამეთ რო მოიგოს ლიგა რეალმა მართლა სასწაული შედეგი იქნება, დაუმხობელი რეკორდი იქნება გამეორებასაც კარგა ხანი ვერავინ შეძლებს

04:00 | 26.05.2018
kelbo (7270)

ოჰ აბა მაშინ იასნია ყველაფერი - რეალი წააგებს, სამაგიეროდ წამოიყვანს სალაჰს და ოქროს ბურთსაც აიღებს მერე სალაჰი წლის ბოლოს
აღარაა ყურება საჭირო

სტატისტიკა
0.166782