სხვა

13:45 | 26.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გაყვითლებული ძველი გაზეთებიდან ცოცხალი ანგარიშების (live scoring) პორტალებამდე

ბავშვობა ყველას ლამაზად გვახსოვს თუნდაც ეს ბავშვობა არ ყოფილიყო ისეთი, როგორსაც ჩვენი შვილებისათვის ვისურვებდით. წარსული არასოდეს მიეცემა დავიწყებას და სადღაც კარადის კუთხეში შეჩურთული ძველი სპორტული გაზეთივით მაშინ ამოგიხტება, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი.

ხომ გახსოვთ ის გაზეთები, რომ გადაშლი და კითხულობ, რომ “თურმე“ 1997 წელს ტურინის “იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წაუგია დორტმუნდის “ბორუსიასთან“ და ამ ამბავსა და მატჩის სტატისტიკას დაღვრემილი ალესანდრო დელ პიეროს ფოტოც ახლავს ბონუსად.

“თურმე“ “ჩიკაგობულზი“ ზედიზედ მესამედ გამხდარა ამერიკის ჩემპიონი და ამ ამბის აღსანიშნავად, დიად მაიკლ ჯორდანს ლუდხანაში მეგობრებთან ერთად მოულხენია. ნახავ, რომ თბილისის “დინამოს“ სატურნირო ცხრილში ფოთის “კოლხეთი“ ფეხდაფეხ მისდევდა და ფოთელთა მეკარე ქვაჩახიასკიდე უთქვამს: ბებიაჩემის ამოზელილი ელარჯი არ შემერგოს, თბილისელებთან გოლი თუ გავუშვაო....

წარსული წარსულია და რამდენადაც არ უნდა გვიყვარდეს ის - მაინც წინ უნდა გავიხედოთ. წინ და მომავალში კი აგერ ვხედავთ, რომ ის ძველი, კიდეებგაყვითლებული გაზეთები ცოცხალი ანგარიშების (live scoring) პორტალს ჩაუნაცვლებია, სადაც ყველაფერი - მთელი სპორტული სტატისტიკა თითის დაწკაპუნების შემდეგ შენს ხელის გულზეა. მატჩების შედეგები, ძველი თამაშების სტისტიკა, შემადგენლობები, შეცვლები, სტადიონები, მწვრთნელთა რაობა თუ სხვა. ცოცხალი ანგარიშების ინდუსტრია წლებია ვითარდება და მუშაობს ყველანაირი საჭირო ინფორმაციის უსწრაფესი და უზუსტესი გზით გადმოცემაზე. დღესდღეობით, ეს ვებგვერდები გაყვითლებულ გაზეთებს მოგვაგონებენ, სადაც ყველაფერი ნაცნობი და ერთფეროვანია.

ჩვენს დროში აღარ გვიწევს ძლივს დათანხმებულ ზარმაც თანაკლასელთან ერთად მეტროსადგურთან მდებარე ჯიხურში მისვლა და ქალბატონ იზასგან სპორტული გაზეთების შეძენა (ან სულაც თხოვება) წინა დღისა თუ იმის წინა დღის ამბების გასაგებად. რატომ უნდა დახარჯო დრო, ფული და ენერგია იმაში, რაც თითის დაწკაპუნებით შეგიძლია გააკეთო?!

მიუხედავად ამისა, გვაინტერესებს, როგორ შეიძლება შეიცვალოს ცოცხალი ანგარიშების ინდუსტრია ან თუ ჩამოყალიბდება ქართული ტრადიციული სპორტული მაცნეების ონლაინ ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ახალ რეალობაზე იქნება მორგებული?

®

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113895