ფეხბურთი

18:41 | 25.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ სალაჰთან შედარებამ გააღიზიანა

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ბუნებრივია, რომ მედიაში “რეალისა” და “ლივერპულის” ლიდერებზე – კრიშტიანუ რონალდუსა და მოჰამედ სალაჰზე ბევრს მსჯელობენ. როგორც ჩანს ამ შედარებებმა “სამეფო კლუბის” პორტუგალიელი შემტევი გააღიზიანა. რონალდუ მიიჩნევს, რომ მათი შედარება სრულიად შეუსაბამოა.

“ისეთივე შედარებაა, როგორც მარცხენა ხელი შეადარო მარჯვენას. ასევე მე უფრო მაღალი ვარ, ის - დაბალი. იმასაც ვიტყვი, რომ სალაჰს ფანტასტიკური სეზონი აქვს. საბოლოო ჯამში ყველაფერი შაბათს გაირკვევა”, - განუცხადა კრიშტიანუმ Daily Mail-ს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.114553