ფეხბურთი

17:51 | 25.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სარი "ჩელსის" წარმომადგენლებს "ნაპოლიდან" 3 ფეხბურთელის გადაყვანას მოსთხოვს

მას შემდეგ რაც “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტი კარლო ანჩელოტიმ დაიკავა მაურიციო სარის ლონდონის “ჩელსთან” აკავშირებენ. SportItalia-ს ინფორმაციით დღეს სარის წარმომადგენლებმა 7 საათიანი შეხვედრა გამართეს “არისტოკრატებთან”. მხარეები ორწლიან კონტრაქტს განიხილავენ.

“ლურჯები” იტალიელ სპეციალისტს წელიწადში ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს სთავაზობენ.

აქვე გეტყვით, რომ სარი “ჩელსიში” მისვლის შემდგომ “ნაპოლიდან” 3 ფეხბურთელის: ელსეიდ ჰისაის, ზიელინსკის და რაულ ალბიოლის გადაყვანას მოითხოვს.

0.114071