დიეგო მარადონამ არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ პრობლემებზე ისაუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით ერთ-ერთი დაბრკოლება ხორხე სამპაოლია.
“სამპაოლის არ აქვს მკაფიო სათამაშო ტაქტიკა. როდესაც გუნდი შეტევაში ან თუნდაც დაცვაშია, მე ვერ ვხედავ ხერხემალს. ნაკრების პრობლემა სამპაოლია.
ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ნიგერიასთან, ისლანდიასთან და ხორვატიასთან ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. მესი? იმის დასამტკიცებლად, რომ ის ფენომენია, არ არის საჭირო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება”, - განაცხადა მარადონამ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებების დაპირისპირებით 14 ივნისს აიღებს სტარტს.