სხვა

16:07 | 25.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინს იოკოძუნა კაკურიუ წამოეწია (+VIDEO)

ლევან გორგაძისთვის კოკუგიკანის დარბაზში მიმდინარე მაისის ბაშოზე მეცამეტე ტური ნავსიანი გამოდგა - სეკივაკეს წოდებით მოჭიდავე ტოჩინოშინმა მიმდინარე სუპერტურნირზე ზედიზედ მოპოვებული 12 გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი იწვნია. ქართველი სეკიტორი დღეს მეოთხე მაეგაშირა შოდაის დაუპირისპირდა და ჰიკიოტოშით წააგო.

ბაშოს დასრულებამდე ორი ტურით ადრე, 12-12 ქულით ტოჩინოშინი და იოკოძუნა კაკურიუ ლიდერობენ და ხვალ ისინი ერთმანეთის პირისპირ დადგებიან. იოკოძუნა ჰაკუჰოს ანგარიშზე კი 11 ქულაა.

რანგით მეორე, ჯურიო ლიგაში კი გაგამარუს შიკონათი მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელმა ტერონოფუჯის აჯობა და მესამე ქულა მოიპოვა ათი მარცხის წილ.

0.111624