სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მლადენ კრსტაიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის თავისი გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ნუსხაში 26 ფეხბურთელია, თუმცა რუსეთში მათგან მხოლოდ 23 გაემგზავრება.
კრსტაიჩის პირველი არჩევანი ასეთია:
მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (პარტიზანი), პრედრაგ რაიკოვიჩი (მაკაბი, ისრაელი), მარკო დიმიტროვიჩი (ეიბარი, ესპანეთი), ალექსანდრ იოვანოვიჩი (ოლბორგი, დანია)
მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (ზენიტი, რუსეთი), ალექსანდრ კოლაროვი (რომა, იტალია), ანტონიო რუკავინა (ვილიარეალი, ესპანეთი), მატია ნასტასიჩი (შალკე, გერმანია), დუშკო ტოშიჩი (გუანჯოუ, ჩინეთი), უროს სპაჰიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), მილოშ ველიკოვიჩი (ვერდერი, გერმანია), ნიკოლა მილენკოვიჩი (ფიორენტინა, იტალია), მილან როდიჩი (ცრვენა ზვეზდა)
ნახევარმცველები: დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ნემანია მატიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ადემ ლიაიჩი (ტორინო, იტალია), ლუკა მილივოევიჩი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ფილიპ კოსტიჩი (ჰამბურგი, გერმანია), ანდრია ჟივკოვიჩი (ბენფიკა, პორტუგალია), მიატ გაჩინოვიჩი (აინტრახტი, გერმანია), მარკო გრუიჩი (კარდიფ სიტი, უელსი), ნემანია მაკსიმოვიჩი (ვალენსია, ესპანეთი), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო, იტალია), ნემანია რადონიჩი (ცრვენა ზვეზდა)
თავდამსხმელები: ალექსანდრ მიტროვიჩი (ფულემი, ინგლისი), ალექსანდრ პრიოვიჩი (პაოკ, საბერძნეთი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი, გერმანია)
სერბეთის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კოსტა-რიკას (17 ივნისი), შვეიცარიას (22 ივნისი) და ბრაზილიას დაუპირისპირდება (27 ივნისი).